რაული ჩაგუნავა
რაულ ჩაგუნავა (დ. 24 ოქტომბერი, 1938, თბილისი — გ. 2014) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ქიმიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა მოსკოვის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრაზე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1963 წლებში მუშაობდა რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში ქიმიკოს - ინჟინრის თანამდებობაზე.1963-1979 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული და გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტის დენის წყაროების ლაბორატორიაში. 1979 წელს სათავეში ჩაუდგა მის მიერვე შექმნილ ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიას. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 6 მონოგრაფიის. 2005 წელს მიიღო იუნესკოს მედალი. ასევე მიღებული აქვს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები, დავით გურგენიძე, თბილისი, 2020, გვ.231