რატკული
რატკული (ინგლ. Rathcoole; ირლ. Ráth Cúil) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია). დასახლება მდებარეობს ტალის სამხრეთ-დასავლეთით და ესაზღვრება სოფელ საგარტს. დასახლების ახლოს გადის ეროვნული ავტოტრასა N-7.
დასახლება | |
---|---|
რატკული Ráth Cúil | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | დასახლება |
პროვინცია | ლენსტერი |
საგრაფო | სამხრეთ დუბლინი |
კოორდინატები | 53°16′58″ ჩ. გ. 6°28′22″ დ. გ. / 53.28278° ჩ. გ. 6.47278° დ. გ. |
ფართობი | 1.39 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 148 მ |
მოსახლეობა | 2 927 კაცი (2006) |
ეროვნული შემადგენლობა | (თეთრი) ირლანდიელები (86,9 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ოფიციალური საიტი | https://rathcoole.info/ |
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება რატკული მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ აქ აიგო ფორტი (ირლ. ráth). XIII საუკუნეში ეს იყო დუბლინის არქიეპისკოპოსის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მამული. მამული იმართებოდა მერის მიერ[1].
დროდადრო რატკულმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ამის მიზეზი გახდა დასახლების გეოგრაფიული მდებარეობა. ის განლაგებული იყო დუბლინიდან სამხრეთ გზაზე და წარმოადგენდა პეილის ერთ-ერთ დამცავ პოსტს. 1641 წლის ირლანდიის აჯანყებისას მცხოვრებლების უმეტესობა სკარლოკების ოჯახის (ინგლ. Scurlock family) მეთაურობით მხარს უჭერდა მეამბოხეებს. სკარლოკები ფლობდნენ რატკულს 1470 წლიდან. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1648 წელს, დასახლებაში დარჩა გარნიზონი, რომლის დაცვის ქვეშაც დასახლება აყვავდა[1].
XVII საუკუნეში დასახლებაში ცხოვრობდა 30-მდე ინგლისელი და 123 ირლანდიელი მერ ჯეიმზ უილიონის (ინგლ. James Willion) მმართველობის ქვეშ. ქალაქში ააგეს ახალი სასტუმრო, რომელიც ატარებდა სახელწოდებას The Old Munster Arms Hotel და რომელიც 1760-იან წლებში გახდა ერთ-ერთი ძირითადი დასასვენებელი და დუბლინიდან ლიმერიკში ოთხდღიანი მოგზაურობებისას ცხენების შესაცვლელი ობიექტი[1].
დემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობა — 2 927 ადაიანი (2006 წლის მონაცემებით). 2002 წელს მოსახლეობა შეადგენდა 2 499 ადამიანს.
2006 წლის აღწერის მონაცემები:
საერთო დემოგრაფიული მაჩვენებლები | |||||
მთელი მოსახლეობა | მოსახლეობის ცვლილება 2002—2006 | 2006 | |||
2002 | 2006 | ადამიანი | % | კაცი | ქალი |
2 499 | 2 927 | 428 | 17,1 | 1495 | 1432 |
ქვემოთმოყვანილ დაფებში ყველა პასუხის ჯამი (სვეტი „ჯამი“), როგორც წესი, დასახლებული პუნქტის სრულ მოსახლეობაზე ნაკლებია (სვეტი „2006“).
რელიგია (თემა 2 — 5 : ადამიანების რაოდენობა რელიგიების მიხედვით, 2006[2]) | ||||||
კათოლიკეები, ადამ. |
კათოლიკეები, % |
სხვა რელიგია | რელიგიის გარეშე | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
2 643 | 90,3 | 134 | 95 | 55 | 2 927 | 2 927 |
ეთნიკურ-რასობრივი შემადგენლობა (ეთნიკურობა. თემა 2 — 3 : მუდმივი მოსახლეობა ეთნიკური ან კულტურული წარმომავლობით, 2006[3]) | ||||||||
თეთრი ირლანდიელები | ლუჰტ-შულტა | სხვა თეთრები | ზანგები ან სხვა შავკანიანი ირლანდიელები | აზიელები | სხვები | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
2 504 | 5 | 237 | 17 | 34 | 29 | 56 | 2 882 | 2 927 |
ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი, % | ||||||||
86,9 | 0,2 | 8,2 | 0,6 | 1,2 | 1,0 | 1,9 | 100 | 98,51 |
1 — ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი მტელ მოსახლეობასთან შეფარდებით.
ირლანდიური ენის ფლობა (თემა 3 — 1 : 3 წლიდან ზემოთ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ირლანდიურად საუბარი, 2006[4]) | ||||
ფლობთ თუ არა ირლანდიურ ენას? | ||||
კი | არა | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
1 107 | 1 662 | 52 | 2 821 | 2 927 |
ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი, % | ||||
39,2 | 58,9 | 1,8 | 100 | 96,41 |
1 — ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მოპასუხეთა წილი მთელ მოსახლეობასთან შეფარდებით.
ირლანდიური ენის მოხმარება | |||||||||
რამდენად ხშირად და სად საუბრობთ ირლანდიურად? | |||||||||
ყოველდღიურად, მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში |
ყოველდღიურად, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე მათ გარეთაც |
სხვა ადგილებში (საგანმანათლებლო სისტემის გარეთ) |
ჯამი | ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გასცეს პასუხი |
2006 | ||||
ყოველდღიურად | ყოველ კვირას | იშვიათად | არასდროს | მითითებული არ არის | |||||
242 | 20 | 38 | 58 | 447 | 285 | 17 | 1 107 | 2 821 | 2 927 |
ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი, % | |||||||||
8,6 | 0,7 | 1,3 | 2,1 | 15,8 | 10,1 | 0,6 | 39,2 | 100 |
კერძო საცხოვრებლების ტიპი (თემა 6 — 1 : კერძო საკუთრებების რაოდენობა განლაგების ტიპის მიხედვით, 2006[6]) | ||||||
ცალკეული სახლი | ბინა | ოთახი | მოძრავი ქონება | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
835 | 185 | 1 | 3 | 16 | 1 040 | 2 927 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rathcoole. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- Lucan Village Design Statement. South Dublin County Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 History of Rathcoole. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ Theme 2 — 5 : Number of persons by religion, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Ethnicity. Theme 2 - 3 : Usually resident population by ethnic or cultural background, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Theme 3 — 1 : Number of persons aged 3 or over by ability to speak Irish, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Theme 3 - 2 : Irish speakers aged 3 or over by frequency of speaking Irish, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-21. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Theme 6 - 1(a) : Number of private households by type of accommodation, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.