რას-ალ-ხაიმა (ქალაქი)

რას ალ-ხაიმა (არაბ. رأس الخيمة, "კარვის თავზე")  —  ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას- ალ- ხაიმის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი.

რას-ალ-ხაიმა
რას-ალ-ხაიმა არაბთა გაერთიანებული საამიროების რუკაზე

ქალაქის მოსახლეობა 102 ათასი ადამიანია (2003). ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მე -6 ადგილზეა.[1]

რას -ალ-ხაიმა მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, სპარსეთის ყურის სანაპიროზე.  ყურე ქალაქს  ორ -ძველ და ახალ ნაწილებად ყოფს. ის თანამედროვე მაგისტრალით უკავშირდება ქალაქ დუბაის. აქვს საერთაშორისო აეროპორტი და საზღვაო პორტი.

კლიმატი რედაქტირება

რას- ალ-ხაიმაში ჰავა ტროპიკული, საკმაოდ რბილია. წლის ყველაზე ცხელი დროა ზაფხული, როდესაც ჰაერის ტემპერატურა + 35C აღწევს.

ისტორია რედაქტირება

 
რას- ალ -ხაიმა 1819 წლის დეკემბერში სპარსეთის ყურის კამპანიის დროს

ქალაქი რას- ალ -ხაიმა ისტორიაში ცნობილია  ჯულფარის სახელით. [2] გადმოცემით  ეს იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უძველესი დასახლება. შარჯას მმართველის, სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმის თქმით, ქალაქი დააარსა სომხებმა, რომლებიც თავი დააღწიეს მონღოლთა შემოჭრას.

ქალაქის გარეუბანში მდებარეობს მრავალი არქეოლოგიური ადგილი. [3]  1809 და 1819  წლებში რას ალ-ხაიმა  სპარსეთის ყურეში ორი ბრიტანული კამპანიის ლოკაციის ადგილი გახდა.  ბრიტანულ გემებზე თავდასხმების გამო მას მეტსახელად მეკობრეების სანაპირო შეარქვეს, თუმცა სულთანმა ალ კასიმი ამას უარყოფდა.[4]

მოსახლეობა რედაქტირება

 
ქალაქი ღამით

ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 115 949 ადამიანია .ის ყველაზე დიდი ქალაქია რას ალ- ხაიმის საამიროში.

[5] რას ალ-ხაიმა არაბთა გაერთიანებული საaმიროების ქალაქებს შორის  მოსახლეობის მიხედვით მე -6 ადგილზეა.

გარეუბნები რედაქტირება

განათლება რედაქტირება

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლების გარდა, ქალაქში მდებარეობს რას ალ- ხაიმას აკადემია და ველსპრინგის სკოლა, ფუნქციონირებს ინდური სკოლები. [6] ქალაქში არის კამპუსი უმაღლესი ტექნოლოგიების კოლეჯებისთვის, რას ალ- ხაიმას სამედიცინო და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რას ალ- ხაიმასამერიკული უნივერსიტეტი [7] და მრავალი სხვა კოლეჯი.

სპორტი რედაქტირება

 

ქალაქში მდებარეობს საფეხბურთო გუნდები Emirates Club და Ras Al Khaimah Club, რომლებმაც ორივე მონაწილეობა მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების Top Division- ში.

ალ ჰამრას გოლფის კლუბი იდეალურია გოლფის მოყვარულთათვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის. გოლფის კლუბში მწვრთნელებისა და ინსტრუქტორების დიდი შემადგენლობაა, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ გოლფის კლასები ნებისმიერი ასაკის მსურველისათვის.

ტურიზმი რედაქტირება

 
სანაპირო მზის ჩასვლისას

არქტიკის  ლეგენდის თემაზე  2010 წელს აგებული გასართობი წყლის პარკი Ice Land water park , რომელიც უდიდესია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოპულარული დასასვენებელი ადგილია მთელი ოჯახისათვის.

რას ალ-ხაიმას ეროვნული მუზეუმში წარმოდგენილია  ჰაჯარის მთების ფოტომასალა,  უძველესი სამკაულები და არქეოლოგიური გატხრების დროს აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ექსპონატები.

ისტორიული იერსახე შეინარჩუნა რას- ალ-ხაიმას ძველმა უბანმა.ალ- მანარის სავაჭრო ცენტრი ყველაზე ძველია რას ალ-ხაიმაში. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებში.

გარე ბმული რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Middle East :: United Arab Emirates". დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine. Central Intelligence Agency. Archived from the original on 23 February 2011. Retrieved 5 April 2013.
  2. Leech, Nick (2015-10-22). "The long read: has a lost Arab capital been found on the Oman-UAE border?"[მკვდარი ბმული]. The National. Retrieved 2019-01-20.
  3. "History & Culture". Visit Ras Al Khaimah. Retrieved Aug 1, 2020.
  4. Al-Qasimi, Sultan Muhammed; Shāriqah), Sulṭān ibn Muḥammad al-Qāsimī (Ruler of (1 January 1988). "The Myth of Arab Piracy in the Gulf". Routledge – via Google Books.
  5. Population of the Cities in The United Arab Emirates worldpopulationreview.com. Retrieved 2020-05-25.
  6. "Best schools in RAK". Edarabia.com. Retrieved 2 September 2019.
  7. "American University of Ras Al Khaimah - (AURAK)". American University of Ras Al Khaimah UAE. 2016-08-05. Retrieved 2020-05-25.