რასელ ვესტბრუკი
რასელ უესტბრუკი — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც თამაშობს „ჰიუსტონ როკეტსში“, NBA-ში. იგი იყო NBA-ს ვარსკვლავი 5-ჯერ, NBA-ს ყველაზე სასურველი მოთამაშე 2-ჯერ და 2015-2016 წლებში მოიგო ჯილდოები. მას ასევე მოგებული აქვს NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო. რასელი ასევე იყო NBA-ს მთავარი გუნდის ხუთგზის წევრი. იგი 2008 წელს NBA-ში შესარჩევებით მიიღო სიეტლ სუპერსონიქსმა, რომელმაც რასელი 6 დღის შემდეგ ოკლაჰომა-სიტიში გადაიყვანა. ვესტბრუკი მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ გუნდში 2-ჯერ, 2010 წელს მან მოიგო ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, ხოლო 2012 წელს კი ოლიმპიადა.
რასელ ვესტბრუკი | |
---|---|
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | |
გამთამაშებელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
12 ნოემბერი, 1988 ლონგ-ბიჩი, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
სიმაღლე | 191 სმ |
წონა | 91 კგ |
ბავშვობის წლები
რედაქტირებავესტბრუკი დაიბადა ლონგ-ბიჩში, კალიფორნიაში, რასელ ვესტბრუკ უფროსისა და შანონ ჰორტონის ოჯახში. მას ჰყავს პატარა ძმა სახელად რეინარდი[1]. გაიზარდა ჰავტორნში[2][3][4], რასელს და მის საუკეთესო მეგობარს, კლელცი ბარს III, დაებადათ იდეა, რომ გადასულიყვნენ კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი) და ეთამაშათ ერთად[5], მაგრამ 2004 წლის მაისში ბარსი გარდაიცვალა[6][7].
დამამთავრებელი სკოლის კარიერა
რედაქტირებავესტბრუკი ზეუზინგერის დამამთავრებელ სკოლაში შესვლისას იყო 140 ფუტის ახალბედა, რომელიც მსროლელის პოზიციაზე თამაშობდა და მისი ფეხის ზომა იყო 14 (ამერიკული ზომა). იგი პირველ წლებში არ თამაშობდა უნივერსიტეტის გუნდში[7][8] და მას არ მიუღია კოლეჯის წერილი ბოლო წლის ზაფხულამდე. ვესტრბრუკი ამავე წელს მიაღწია თავისი სიმაღლის პიკს, 1 მეტრსა და 91 სანტიმეტრს.[9][10][11]
ბოლო წლებში, მისი ქულების საშუალო მაჩვენებელი იყო 25,1, საშუალო მოხსნის მაჩვენებელი 8,7, 3,1 წართმევის და 2,3 დახმარების. იგივე სეზონში, მან დაამყარა რეკორდი, ჩააგდო 14 ორქულიანი და რვა სხვადასხვა თამაშიდან თითოეულში აიგო 30 ან უფრო მეტი ქულა. რასელმა 2006 წლის იანვარს კარსონთან თამაშისას ჩააგდო 51 ქულა. იგი არ იქცევდა დიდ ყურადღებას კოლეჯის გუნდში მანამ, სანამ ბენ ჰოვლანდმა შესთავაზა მას დაფინანსება კალიფორნიის უნივერსიტეტ ბრეინში და შემდეგ ჯორდან ფარმარმა წარადგინა იგი NBA-ს შესარჩევებზე.
კოლეჯის კარიერა
რედაქტირებავესტბრუკმა კალიფორნიის უნივერსიტეტში თამაშისას აირჩია 0 ნომერი. პირველ წლებში, იგი იყო დარენ კოლისონის დამზღვევი მოთამაშე და პირველრიგში იყო მცველი და გინდის ენერგიული მოთამაშე. რასელის საშუალო ქულების მაჩვენებელი იყო 3,4, 0,8 მოხსნის და 0,7 დახმარების ამ სეზონში. შემდეგ წელს ცოლისონი დაზიანდა და ვესტბრუკმა სათადარიგო სკამიდან გადაინაცვლა ძირითად შემადგენლობაში. სეზონის დასასრულს მისი ქულების საშუალო მაჩვენებელი იყო 12,7, მოხსნის 3,9, დახმარების 47, და 1,6 წართმევის. ამ პერიოდში იგი დააჯილდოვეს საუკეთესო მცველის კატეგორიაში. 2007 წელს მათ წააგეს ფლორიდის ეროვნული ჩემპიონატი, 76-66 და 2008 წელს მათ წააგეს ანგარიშით 78-63 მემფის-თაიგერებთან. ორი წლის შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში, მან გადაწყვიტა უარი ეთქვა მის ბოლო ორ წელზე და მონაწილეობა მიეღო NBA-ს შესარჩევებზე.[12].
კოლეჯი | წელი | GP | GS | SPG | BPG | RPG | APG | PPG | FG% | 3P% | FT% |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კალიფორნიის უნივერსიტეტი | 2006–07 | 36 | 1 | .4 | .0 | .8 | .7 | 3.4 | 45.7% | 40.9% | 54.8% |
კალიფორნიის უნივერსიტეტი | 2007–08 | 39 | 34 | 1.6 | .2 | 3.9 | 4.3 | 12.7 | 46.5% | 33.8% | 71.3% |
გუნდები | წლები | ნომერი |
---|---|---|
ოკლაჰომა-სიტი თანდერი | 2008-2019 | #0 |
ჰიუსტონ როკეტსი | 2019-2020 | #0 |
ვაშინგტონ უიზარდსი | 2020-2021 | #4 |
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 2021-2023 | #0 |
იუტა ჯაზი | 2023-ახლა | #? |
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირებაოკლამა-სიტი თანდერი
რედაქტირებაახალწვეულობიდან ფინალურ თამაშამდე (2008-2010)
რედაქტირება2008 წელს NBA-ს შესარჩევებზე სითლ-სუპერსონიკმა ვესტრბუკი 4-ჯერ აირჩია. მის კონტრაქტს ხელი მოაწერეს 2008 წლის 5 ივნისს[13]. 2009 წლის 2 მარტს მან შეასრულა თავისი კარიერის პირველი ტრიპლ-დაბოლი 17 ქულით, 10 მოხსნით და 10 დახმარებით. იგი იყო პირველი ახალწვეული კრის პაულის შემდეგ და მესამე მთლიანი ოკლაჰომას ისტორიაში არტ ჰარისისა და გარი პეიტონის შემდეგ.[14]
ამ სეზონში ვესტრბუკის ქულების საშუალო მაჩვენებელი იყო 15,3 და 5,3 დახმარების, 4,9 მოხსნის და 1,3 წართმევის. 2008-2009 წლებში რასელი ხმების მიცემით გავიდა 4 ადგილზე დერეკ როუზის (ჩიკაგო ბულზი, ო. ჯ. მაიოს (მემფის გრიზლისი) და ბრუკ ლოპეზის (ბრუკლინ ნეტსი) შემდეგ.[15]
მეორე წელს, ვესტბრუკის ქულების საშუალო მაჩვენებელი იყო 16.1, 8,0 დახმარების, 4,9 მოხსნის და 1,3 მოპარვის. 2010 წლის 4 აპრილს მან დააგროვა კარიერაში ყველაზე მაღალი 16 დახმარება და მისმა გუნდმა 116 თამაშიდან 108 მოიგო. მიუხედავად ამისა, სანდერსი პირველ თამაშზე ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა დაამარცხა. ამავე პერიოდში, რასელმა სათამაშო საფეხურზე აიწია, მისი ქულების საშუალო მაჩვენებელი გახდა 20,5, 6,0 მოხსნების, 6,0 დახმარებების და 3,2 მოპარვების
ეროვნული გუნდის კარიერა
რედაქტირება2010 წელს, რასელი იყო ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის გუნდში, მათ თამაში ჰქონდათ სტამბოლში და თურკეთში სადაც მოიგეს ოქროს მედალი.ვესტბრუკი 2012 წელს მონაწილეობას იღებდა ზაფხულის ოპიმპიადაში, ლონდონში, სადაც მათ ასევე ოქროს მედალი მოიგეს. 2016 წლის ივნისში, ვეტრბრუკი აღარც კი განიხილავდა იმას, რომ ეთამაშა რიოს ოლიმპიადაში.[16].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Pandian, Ananth (May 11, 2015). „LOOK: Westbrook hands his brother diploma during college graduation“. CBSSports.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2016. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
- ↑ Player Bio: Russell Westbrook. uclabruins.com. ციტირების თარიღი: May 17, 2015.
- ↑ Tramel, Berry (March 14, 2013). „Russell Westbrook needs to take over“. The Oklahoman. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2013. ციტირების თარიღი: იანვარი 9, 2017.
- ↑ Guardabascio, Mike (July 23, 2012). „Russell Westbrook's Story Is Quintessential Long Beach“. gazettes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2013. ციტირების თარიღი: იანვარი 9, 2017.
- ↑ „Russell Westbrook's Touching KB3 Story An LA Story“. christianpost.com. October 28, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2016. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
- ↑ „Leuzinger Hoops Star Collapses, Dies“. Long Beach Press-Telegram. May 13, 2004. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
- ↑ 7.0 7.1 Markazi, Arash (April 30, 2010). „Westbrook: The honor guard“. ESPN.com. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
- ↑ Khelcey Barrs.
- ↑ „Boys' basketball: Leuzinger is school of late bloomers“. Latimesblogs.latimes.com. July 23, 2009. ციტირების თარიღი: 2012-04-19.
- ↑ Russell Westbrook. Facebook (November 12, 1988). ციტირების თარიღი: 2012-04-19.
- ↑ Russell Westbrook - High School Career - Check123, Video Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-18. ციტირების თარიღი: 2016-11-17
- ↑ Russell Westbrook Draft 2008 Profile. NBA.com (November 12, 1988). ციტირების თარიღი: 2010-12-29.
- ↑ Westbrook, White sign rookie deals with SuperSonics
- ↑ ESPN – Notes, Stats and Trends from Research March 3, 2009. Insider.espn.go.com (March 3, 2009). ციტირების თარიღი: 2012-04-19.
- ↑ Bulls' Rose takes home Rookie of Year Award, NBA.com, April 22, 2009. Retrieved April 28, 2009.
- ↑ Russell Westbrook, James Harden say they won't play in Rio Games