რასელ-აინშტაინის მანიფესტი

რასელ-აინშტაინის მანიფესტი გამოიცა ლონდონში 1955 წლის 9 ივლისს ბერტრან რასელის მიერ ცივი ომის პიკის პერიოდში. მასში ხაზგასმული იყო ბირთვული იარაღის საშიშროებები და მოუწოდებდა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები მოეძებნათ. მანიფესტს ხელი მოაწერა 11 წამყვანმა ინტელექტუალმა და მეცნიერმა, მათ შორის ალბერტ აინშტაინმა, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე 1955 წლის 18 აპრილს. გამოცემიდან ნამდენიმე დღეში ფილანტროპმა კირუს ეტონმა მანიფესტში მოწოდებული კონფერენციის სპონსორობა ითავა პაგუოში, ნოვა სკოტია. კონფერენცია, რომელიც 1957 წლის ივლისში ჩატარდა იყო პირველი პაგუოშის სამეცნიერო კონფერენციათა სერიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება