რანო-რარაკუ
რანო-რარაკუ — ვულკანური კრატერი აღდგომის კუნძულზე, ჩამქრალ ვულკან ტერევაკას დაბალ მთისწინეთში. ჩამოყალიბებულია ვულკანური ფერფლისა და ტუფის შერწყმით. 500 წლის მანძილზე, XVIII საუკუნის ადრეულ წლებამდე, წარმოადგენდა სამტეხლოს, რომლის ქვებისგანაცაა გამოკვეთილი კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობა, მონოლითური ქანდაკებები (მოაი). კრატერის მიდამოებში დარჩენილია 397 ქანდაკება. რანო-რარაკუ რაპა-ნუის ეროვნული პარკის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მისი სახელი ასევე ეწოდება პარკის შვიდი სექციიდან ერთ-ერთს.
კრატერის ნაპირები მაღალი და სტეპურია, გარდა ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთ მხარისა, სადაც ბევრად უფრო დაბალია და ოდნავ ამოზნექილი. ინტერიერი მოიცავს კუნძულის სამი კრატერული მტკნარი ტბიდან ერთ-ერთს, რომლის სანაპიროებზეც ტოტორას ლერწმები იზრდება. ეს მცენარე, რომელიც ერთ დროს იმის მტკიცებულებად მიიჩნეოდა, რომ კუნძულს კონტაქტები ჰქონდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტთან (რადგან ის ასევე უხვად იზრდება ანდებში), დამტკიცდა რომ კუნძულზე უკვე ბოლო 30 000 წელია რაც იზრდება. რაპანუის ხალხი მას სახლებისა და თავშესაფრების გადასახურად იყენებდა.
რანო-რარაკუს სამტეხლოს დაუსრულებელი ქანდაკებები გამორჩეულია როგორც რაოდენობით, ისე ზოგიერთი მათგანის მიუდგომელი მდებარეობით კრატერის კედლებს მიღმა სიმაღლეზე და მათი ზომებით — მათ შორის უდიდესის სიმაღლე 21,6 მეტრია, თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე ნებისმიერი დასრულებული მოაი, მისი წონა კი 270 ტონას შეადგენს.
როგორც ჩანს, ზოგიერთი ქანდაკება დაუსრულებელი დაუტოვებიათ იმის გამო, რომ კლდე, რომლისგანაც კვეთდნენ საკმაოდ მტკიცეა.
სამტეხლოს გარეთ, მიმდებარე არეალში განლაგებულია გარკვეული რაოდენობის ქანდაკებები, რომელთაგან ზოგიერთი მხრებით მიწაშია ჩაფლული, რადგან ისინი სამტეხლოშივე დაზიანდნენ. ისინი იმითაცაა განსხვავებული, რომ ამოკვეთილი არ აქვთ თვალები, არ ახურავთ პუკაო (ქუდი) და ისინი წაქცეულები არ არიან კუნძულის სამოქალაქო ომის დროს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- P.E. Baker (1968) "Preliminary Account of Recent Geological Investigations on Easter Island." Geological Magazine 104 (2): 116-122
- J.R. Flenley, S.M. King, J.T. Teller, M.E. Prentice, J. Jackson and C. Chew (1991). "The Late Quaternary Vegetational and Climatic History of Easter Island." Journal of Quaternary Science 6:85-115.
- Jo Anne Van Tilburg (1994). "Easter Island Archaeology, Ecology and Culture." London and Washington, D.C. British Museum Press and Smithsonian Institution Press ISBN 0-7141-2504-0 http://www.sscnet.ucla.edu/ioa/eisp/
- Alfred Metraux [1] დაარქივებული 2008-04-06 საიტზე Wayback Machine.
- Katherine Routledge. 1919. The Mystery of Easter Island. The story of an expedition. London.