რანდი
რანდი (ან რენდი) — ფულის ერთეული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
სამხრეთ აფრიკული რანდი Zuid-Afrikaanse Rand | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | ZAR | ||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
* სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
შედგება | 100 100 ცენტი | ||
სიმბოლო | R | ||
მონეტები | 5, 10, 20, 50 ცენტი და 1, 2, 5 რანდი | ||
ბანკნოტები | 10, 20, 50, 100, 200 რანდი | ||
ცენტრალური ბანკი | სამხრეთ აფრიკის სარეზევრო ბანკი |
რანდი ასევე ფულის ერთეულია შემდეგ სახელმწიფოებში:
ისტორია
რედაქტირებარანდი მიმოქცევაში შევიდა 1961 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან ერთად. მან შეცვალა სამხრეთ აფრიკული ფუნტი.
მონეტები
რედაქტირება1961 წელს გამოშვებული იქნა მონეტები ნომინალით ½, 1, 2½, 5, 10, 20 და 50 ცენტი. 1965 წელს 2 ½ ცენტის მონეტა შეიცვალა 2 ცენტის ნომინალის მონეტით. ნახევარ ცენტიანი მონეტა ბოლოს მოჭრილი იქნა 1973 წელს. მონეტა 1 რანდი მიმოქცევაში შევიდა 1977 წელს, 1989 - 1990 წლებში გამოჩნდა 2 და 5 რანდის ნომინალის მონეტები. მონეტები 1 და 2 ცენტი ინფლაციის შედეგად მიმოქცევიდან ამოიღეს 2002 წელს.
2004 წლის აგვისტოში გამოშვებული იქნა ახალი მონეტა ნომინალით 5 რანდი.
ბანკნოტები
რედაქტირებაბანკნოტების პირველი სერია გამოშვებული იქნა 1961 წელს ნომინალით 1, 2, 10 და 20 რანდი. რანდი დიზაინით და ფერით ჰგავდა მის წინამორბედს სამხრეთ აფრიკულ ფუნტს, რადგან გაადვილებული ყოფილიყო ახალ ვალუტაზე გადასვლა. რანდზე გამოსახული იყო კეიპტაუნის დამაარსებლის იან ვან რიბეეკის პორტრეტი. ისევე როგორც ბოლო სამხრეთ აფრიკული ფუნტის ბანკნოტები, რანდიც იბეჭდებოდა ორი ვარიანტით: ერთ შემთხვევაში წარწერა თავიდან იწყებოდა ინგლისურად, შემდეგ აფრიკაანსით, ხოლო მეორე ვარიანტში პირიქით. ეს პრაქტიკა გაგრძელდა 1966 წლის ბანკნოტების სერიაშიც.
1978 წლის სერია შედგებოდა ბანკნოტებისგან ნომინალით 2, 5 და 10 რანდი. ბანკნოტები 20 და 50 რანდი შემოიღეს მხოლოდ 1984 წელს. ამ სერიამ განიცადა ყველაზე დიდი რაოდენობის ცვლილებები. 2, 10 და 50 რანდზე აფრიკაანსი გახდა პირველი ენა, ამავე დროს ინგლისური რჩებოდა პირველ ენად 5 და 20 რანდზე.
1990 წელს ბანკნოტების დიზაინი შეიცვალა: ავერსზე გაჩნდა აფრიკის «დიდ ხუთეულში» შემავალი ცხოველების გამოსახულება. 1994 წელს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინლით 100 და 200 რანდი.
1990-1994 წლის ბანკნოტების სერია
რედაქტირებანომინალი | ავერსი | რევერსი |
---|---|---|
10 რანდი | ||
20 რანდი | ||
50 რანდი | ||
100 რანდი | ||
200 რანდი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "სარ"-ის ვალუტა დაარქივებული 2011-09-13 საიტზე Wayback Machine.