რამფორინქისნაირნი

რამფორინქისნაირნი (ლათ. Rhamphorhynchoidei), ამომწყდარი ქვეწარმავლების რიგი მფრინავი ხვლიკების ზერიგისა. ცნობილი არიან იურული პერიოდის ნალექებიდან. ჰქონდათ მასიური ქალა, მსხვილი, კარგად განვითარებული კბილები, მოკლე კისრის მალები ნეკნებითურთ, ვიწრო, გრძელი ფრთები და გრძელი კუდი, რომელთა სიგრძე რამდენიმე სმ-იდან 0,5 მ-მდე აღწევდა. ფრენდნენ ლივლივით იკვებებოდნენ მწერებითა და წვრილი თევზებით. ნამარხები ცნობილია დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ აფრიკიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, სამხრეთ ყაზახეთიდან.

რამფორინქისნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ზერიგი: მფრინავი ხვლიკები
რიგი:  რამფორინქისნაირნი
ლათინური სახელი
Rhamphorhynchoidei

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 8, გვ. 300, თბ., 1984