რამლის მესამე ბრძოლა გაიმართა 1105 წლის 27 აგვისტოს, იერუსალიმის სამეფოს ჯვაროსნებსა და ფატიმიანებს შორის. ჯვაროსნების მეთაური იყო ბალდუინ I, ხოლო ეგვიპტელების ალ-აფდალ შაჰანშაჰი.
ჯვაროსანთა არმია შედგებოდა კავალერიისგან და ქვეითებისგან. ფატიმიანთა არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ დამასკოელი თურქ სელჩუკები და ასევე ცხენოსანი მშვილდოსნები. ჯვაროსანმა რაინდებმა შეძლეს ეგვიპტელების გაყრა ბრძოლის ველიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი. ბალდუინმა გაანადგურა სელჩუკებიც, ხოლო შემდეგ თავს დაესხა ეგვიპტელთა უკან დახეულ არმიას. დიდი ბრძოლის შემდეგ ეგვიპტელები დამარცხდნენ[1].
ამ ბრძოლის შემდეგ მაინც გაგრძელდა მუსლიმთა თარეში პალესტინაში. რამლის ბრძოლის შემდეგ პირველი დიდი დაპირისპირება ჯვაროსნებსა და ფატიმიანებს შორის იყო იბნის ბრძოლა 1123 წელს.
- Dupuy, R. E. and T. N. Dupuy, eds. The Encyclopedia of Military History. New York: Harper & Row, 1977. ISBN 0-06-011139-9
- Smail, R. C. Crusading Warfare, 1097–1193. New York: Barnes & Noble Books, 1995 [1956]. ISBN 1-56619-769-4