სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რამლის ბრძოლა.
რამლის ბრძოლა
ჯვაროსნული ომების ნაწილი

რამლის ბრძოლა, XII საუკუნის მინიატურა
თარიღი 7 სექტემბერი, 1101
მდებარეობა რამლა
შედეგი ჯვაროსანთა გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფო ფატიმიდები
მეთაურები
ბალდუინ I საად ელ-დავლეჰი[1]
ძალები
*260 რაინდი
*900 ქვეითი
10 000
დანაკარგები
ერთი მესამედი უცნობია
რამლის ბრძოლა ვიკისაწყობში

რამლის პირველი ბრძოლა გაიმართა 1101 წლის 7 სექტემბერს, იერუსალიმის სამეფოსა და ფატიმიანებს შორის. ქალაქი რამლა მდებარეობდა იერუსალიმის და ასკალონის, (ეგვიპტელთა უკანასკნელი ქალაქი პალესტინაში) გზაზე. ფატიმიანები ასკალონიდან ახორციელებდნენ შეტევებს იერუსალიმის მიმართულებით და რამლის მიდამოებში სამჯერ გაიმართა მათ შორის ბრძოლა.

რამლის პირველ ბრძოლაში ფატიმიანთა სარდალი იყო საად ელ-დავლეჰი და მისი არმია 10 000 ჯარისკაცს შეადგენდა. ჯვაროსანთა არმია ბევრად ნაკლები იყო: 260 რაინდი და 900 ქვეითი. მათ მეთაურობდა ბალდუინ I. მან თავისი ჯარი ექვს დივიზიად დაყო. პირველი შეტევის შემდეგ ორი დივიზია განადგურდა. ბალდუინმა ბრძანა კონტრშეტევაზე გადასვლა. ძლიერი შეტევის შემდეგ მუსლიმები პანიკამ მოიცვა და უკან ასკალონისკენ დაიხიეს. ჯვაროსნებმა გაძარცვეს ეგვიპტელთა ბანაკი და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dupuy, R. E. and T. N. Dupuy, eds. The Encyclopedia of Military History. New York: Harper & Row, 1977. ISBN 0-06-011139-9
  1. Dupuy, p. 316