რამაზ სურმანიძე
რამაზ სურმანიძე (დ. 10 მაისი, 1933, სოფ. ჭალა, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 2020[1]) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
რამაზ სურმანიძე | |
---|---|
სომხ. რამაზ სურმანიძე | |
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1933 |
დაბადების ადგილი | ჭალა, შუახევის რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 9 ოქტომბერი, 2020 (87 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1944-1947 წლებში იყო შუახევის რაიონის სოფელ ჭალის ფოსტალიონი. 1950-1956 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სანიტარი, 1956-1957 იყო წლებში შუახევის რაიონის სოფელ ბარალეთის ამბულატორიის გამგე, 1957-1963 წლებში იყო ამავე რაიონის მთავარი ექიმი, 1963-1974 წლებში იყო ბათუმის № 1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, 1975-1977 წლებში ოყო პროფკავშირთა კურორტების მართვის აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე, 1977-1985 წლებში იყო აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, 1985 წლიდან სანიტარიული განათლების საოლქო სახლის ექიმი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რამაზ სურმანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- რამაზ სურმანიძე — ბიბლიოვიკი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რამაზ სურმანიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. primetime.ge (2020-10-09). ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2020.