რამაზ თედორაძე
ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი
რამაზ თედორაძე (დ. 20 იანვარი, 1964 , სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
რამაზ თედორაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1964 |
დაბადების ადგილი | ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1986 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რამაზ თედორაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რამაზ თედორაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)