რამაზ დავითაშვილის ქუჩა
რამაზ დავითაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); ლამის ქუჩიდან მნათობის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია როგორც თვითნებობის ქუჩა, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია შრომის ქუჩის სახელწოდებით. 1995 წელს რამაზ დავითაშვილის სახელი ეწოდა. აქვს ორი გასასვლელი.
რამაზ დავითაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | სვანეთისუბანი |
წინა სახელები | თვითნებობის ქუჩა, შრომის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 58, ISBN 978-99928-20-35-3.