რამაზ გამგებელი (დ. 24 აგვისტო, 1960, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა მშენებლობის ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

1988-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს სამშენებლო მასალათა მრეწველობის სამინისტროს თბილისის საშენმასალათა კომბინატში, კერამიკული ფილების საამქროში, ჯერ ცვლის უფროსად, შემდეგ კი საამქროს უფროსად. 1990 წლიდან მუშაობდა შპს "სიკეთე"-ს სამშენებლო ბლოკის საწარმოს უფროსად. 1991 წლიდან შპს „იმკ91“-ს სასაქონლო ბეტონის ქარხნის დირექტორად. მისი მონაწილეობით თბილისში აშენებულ იქნა მრავალი სამრეწველო ობიექტი და საცხოვრებელი სახლები დედაქალაქი საცხოვრებელ მიკრორაიონებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ქავთარაძის ქუჩაზე და 9 აპრილის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დავით აღმაშენებელის მუზეუმი შოთა რუსთაველის გამზირზე. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 78

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება