რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება (ABM ან ABMT) (1972- 2002) — იარაღის კონტროლის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ბალისტიკური რაკეტის და ბირთვული იარაღის გამოყენების შემცირების შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, თითოეული მხარე იზღუდებოდა ორი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსით, რომელთაგან თითოეული უნდა შემოფარგლულიყო 100 ანტიბალისტიკური რაკეტით. [1]
ხელი მოეწერა 1972 წელს, იგი ძალაში იყო შემდეგი 30 წლის განმავლობაში. [2] 1997 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ხუთი წლის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შეთანხმდნენ შეერთებულ შტატებთან, რომ წარმატებით გააგრძელებდნენ ხელშეკრულებაში სსრკ-ს როლს. 2002 წლის ივნისში შეერთებულმა შტატებმა დატოვა ხელშეკრულება, რამაც მისი შეწყვეტა განაპირობა.
წინაპირობა
რედაქტირება1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იან წლებში შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა შეიმუშავეს სარაკეტო სისტემები, რათა შეძლებოდათ ჩამოეგდოთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ქობინები. ამ პერიოდის განმავლობაში, აშშ განიხილავდა საკუთარი ქვეყნის თავდაცვის ნაწილად ბირთვული გაცვლის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებას. ამ თავდაცვის გასაძლიერებლად, კანადამ და აშშ-მ დააარსეს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობა (რომელსაც დღეს უწოდებენ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობას).
1950-იანი წლების დასაწყისში, სარაკეტო სისტემა Nike Zeus-ის შესახებ აშშ-ს კვლევა მივიდა დასკვნამდე, რომ მცირე გაუმჯობესებაც კი საშუალებას მისცემდათ გამოეყენებინათ იგი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ოპერატიული სისტემის ბაზაზე. მუშაობა დაიწყო მოკლე დიაპაზონში, მაღალსიჩქარიან ანტირაკეტა სპრინტთან, რათა უზრუნველყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სასტემის დაცულობა. 1960-იანი წლების შუა პერიოდისათვის, ორივე სისტემამ აჩვენა საკმარისი პირობა, რომ დაეწყოთ ბაზისური შერჩევის განვითარება ლიმიტირებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის, სახელწოდებით „სენტინელი“. 1967 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადეს, რომ თავად „სენტინელი“ პატარა და ნაკლებად ძვირადღირებული დაცვა იქნებოდა . საბჭოთა დოქტრინამ გადაწყვიტა, საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარება შეერთებული შტატების საპასუხოდ. ეს მიღწეული იქნა რაკეტსაწინააშმდეგო თავდაცვის სისტემა A-35-ის და მისი მემკვიდრეების ოპერატიული გაშლით, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ.
სარაკეტო სისტემა ქობინების მიზანზე ინდივიდუალური გამიზვნით ( MIRV ) მრავალჯერ განვითარდა და დაიხვეწა, რამაც საშუალება მისცა ერთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტას ერთდროულად მიეწოდებინა ათი ცალკეული ქობინი. შესაძლებელი გახდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა დატვირთილიყო მრავალრიცხოვანი ქობინებით. [3] მისი ქობინების განახლება ან დამატება ეკონომიკურად შეუძლებელ საკითხს წარმოადგენს: დამცველებს დასჭირდათ ერთი რაკეტა თითო შემომავალი საჰაერო ქობინისთვის, ხოლო თავდამსხმელებს შეეძლოთ ერთ რაკეტაზე 10 ქობინის განთავსება. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების კიდევ უფრო დასაცავად, საბჭოთა სარაკეტო სისტემა „ქობინების მიზანზე ინდივიდუალური გამიზვნის“ რაკეტები აღჭურვილი იყო სატყუარებით. [4] ეს ხაფანგები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის მიიჩნევა რომ ხუთჯერ მეტ სამიზნეს ანადგურებს.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება
რედაქტირებაშეერთებულმა შტატებმა პირველად წარმოადგინა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება 1967 წლის გლასბოროს სამიტის კონფერენციაზე აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერტ მაკნამარასა და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსეი კოსიგინს შორის გამართული დისკუსიების დროს. მაკნამარა ამტკიცებდა, რომ ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვას შეიძლება გამოეწვია შეიარაღების რბოლების პროვოცირება. კოსიგინმა უარყო ეს აზრი. ისინი მსოფლიოში ბირთვული რაკეტების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებას ცდილობდნენ. [5] ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესახებ სენტინელის და თავდაცვის გადაწყვეტილების შეთავაზების შემდეგ, სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ საუბარი დაიწყო 1969 წლის ნოემბერში (SALT I). 1972 წლისთვის მიღწეული იქნა შეთანხმება სტრატეგიული თავდაცვითი სისტემების შეზღუდვის შესახებ. თითოეულ ქვეყანას ჰქონდა უფლება ჰქონოდა რაკეტის ორი სასტარტო ადგილი, სადაც მას შეეძლო თავდაცვითი სისტემა განეთავსებინა, ერთი დედაქალაქისთვის და ერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გასაშვები შახტისთვის.
ხელშეკრულება გაფორმდა 1972 წლის მოსკოვის სამიტზე, ხელი მოაწერეს 26 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნეევმა. რატიფიცირებულია აშშ-ს სენატის მიერ 1972 წლის 3 აგვისტოს.
1974 წლის პროტოკოლმა რაკეტის სასტარტო ადგილების რაოდენობა თითო მხარეზე ერთამდე შეამცირა, მეტწილად იმის გამო, რომ არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა შექმნილი მეორე ადგილი. [6] ადგილები იყო მოსკოვი სსრკ-სთვის და ჩრდილოეთ დაკოტას დაცვის კომპლექსი აშშ-სთვის, რომელიც უკვე შენდებოდა.
ხელშეკრულებით შეზღუდული რაკეტები
რედაქტირებახელშეკრულება შემოიფარგლებოდა მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით, რომლებსაც შეეძლოთ დაცვა „სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისგან“, ტერმნი „სტრატეგიულის“ განსაზღვრის მცდელობის გარეშე. გასაგები იყო, რომ როგორც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ისე წყალქვეშა სარაკეტო თავდაცვა (SLBM) აშკარად „სტრატეგიულია“. [7] არცერთი ქვეყანა არ აპირებდა შეეწყვიტა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარება. თემა სადავო გახდა, როგორც კი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს უკვე შეეძლოეთ წყალქვეშა სარაკეტო თავდაცვის ჩამოგდება (წყალქვეშა სარაკეტო თავდაცვა უფრო ნელია ვიდრე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ),ამიტომ ორივე მხარემ გააგრძელა კონტრაქტიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარებას.
სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა
რედაქტირება1983 წლის 23 მარტს რონალდ რეიგანმა წარადგინა სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა (SDI), ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის კვლევის პროგრამა, რომელიც „შესაბამისობაში იქნება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჩვენს ვალდებულებებთან“. გარდა ამისა, რეიგანმა საბჭოთა კავშირს 'ბოროტების იმპერია' უწოდა. [8] პროექტმა სერიოზული დარტყმა მიაყენა იური ანდროპოვს და მას უწოდა „სამშვიდობო შეურაცხყოფა“. ანდროპოვმა ეს ყველაფერი სიგიჟედ შეაფასა. [9]
ოპოზიციის მიუხედავად, რეიგანმა მიანიშნა, რომ 'სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა' არ გამოიყენებოდა და რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებდა ამ სისტემის ასაშენებლად. საბჭოთა კავშირში შიშობდნენ, რომ ამერიკელებს შესაძლოა განეხორციელებინათ პირველი ბირთვული დარტყმა. ბეკმანი ირწმუნება, რომ საბჭოთა დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი 'სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის'- ს შეწყვეტა იყო. ამერიკელთაგან მოულოდნელმა შეტევამ გაანადგურა საბჭოთა კავშირის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ფლოტის დიდი ნაწილი, მათ 'სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა' საშუალებას აძლევდა დაამარცხებინა საბჭოთა კავშირი საპასუხო რეაქციისას. გარდა ამისა, თუ საბჭოთა კავშირი უკუკავშირს შეეცდებოდა, ეს უფრო დაამძიმებდა ეკონომიკას. სსრკ-ს არ შეეძლო რეიგანის ახალი მცდელობის მოგერიება, ამიტომ მათი პოლიტიკა იმ დროისთვის იყო ამერიკელებთან მოლაპარაკებების დაწყება. [10] [11] 1987 წლისთვის, სსრკ-მა უარყო თავისი წინააღმდეგობა, დაასკვნა, რომ სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა საფრთხეს არ წარმოადგენს და მეცნიერულად „არასდროს იმუშავებს“. [12] [13]
'სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის' კვლევა წინ წავიდა, თუმცა ვერ მიაღწია იმედისმომცემ შედეგს. კვლევა აღარ განიხილებოდა რეიგანის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ და 1995 წელს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „შესაძლოა სარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსება ... [ეს] არ წარმოადგენს რეალისტურ საფრთხეს სხვა მხარის სტრატეგიული ბირთვული ძალებისთვის და არ იქნება დატესტილი... რომც შეიქმნას ამის შესაძლებლობა.“ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 1997 წელს.
საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოების შეთანხმება
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა 1991 წლის დეკემბერში, აშშ – ს სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ხელშეკრულების ძალაში ყოფნა გაგრძელდა. [14] ურთიერთგაგების დამატებითი მემორანდუმი მომზადდა 1997 წელს, ხელშეკრულებას წარმოადგენდნენ ბელორუსია, ყაზახეთი, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოები,რომლებმაც დაადასტურეს ხელშეკრულებაში მონაწილეობა.
შეერთებული შტატების გასვლა
რედაქტირება2001 წლის 13 დეკემბერს ჯორჯ ბუშმა რუსეთს შეატყობინა შეერთებული შტატების ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ იმ პუნქტის შესაბამისად. [15] ამას შედეგად მოჰყვა, ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს საბოლოოდ შექმნა. [16]
გასვლის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს აუცილებლობა გამოწვეული იყო, შეემოწმებინათ და აეშენებინათ შეზღუდული ეროვნული სარაკეტო თავდაცვა, რათა შეერთებული შტატები დაცული ყოფილიყო ბირთვული შანტაჟისგან არაპროგნოზირებადი სახელმწიფოს მიერ. გასვლას ბევრი კრიტიკაც მოჰყვა. გაჩნდა შიში რომ სამყარო დადგებოდა ბირთვული კატასტროფის წინაშე. სარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობა ასევე იწვევდა შიშს, რომ აშშ-ს შეეძლო განეხორციელებინა პირველი ატომური შეტევა. აშშ-ს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ ასევე გააკრიტიკა აშშ-ს გამოსვლა, როგორც ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. [17]
პუტინის პასუხი აშშ-ს გასვლაზე იყო რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების ბრძანება, რომელიც შეიქმნებოდა აშშ-ს შესაძლებლობების საწინააღმდეგოდ. [18]
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეტევითი შემცირების ხელშეკრულებას მოსკოვში 2002 წლის 24 მაისს. ეს ხელშეკრულება ავალდებულებს შეამციროს სტრატეგიული ბირთვულ ქცევა, მაგრამ, ფაქტობრივად, არ არის აუცილებელი შემცირდეს საერთო მარაგი.
პუტინის 2018 წლის განცხადება ახალი იარაღის შესახებ
რედაქტირება2018 წლის 1 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ტექნოლოგიურად ახალი სარაკეტო სისტემების შემუშავების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან აშშ-ს გასვლის საპასუხო ქმედება. [19] [20] [21] მის განცხადებებს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები მოიხსენიებდნენ, როგორც დიდწილად ტრაბახა ტყუილს, მაგრამ ასევე დადასტურებას, რომ „რუსეთი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ავითარებს მადესტაბილიზებელი შეიარაღების სისტებს, ხელშეკრულების ვალდებულებების უშუალოდ დარღვევით“. [22]
ლიტერატურა
რედაქტირება- Murdock, Clark A. (1974), Defense Policy Formation: a comparative analysis of the McNamara era. SUNY Press
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Anti-Ballistic Missile Treaty, official State Department site, includes the text of the treaty and the 1974 Protocol.
- US Announcement of withdrawal (2001)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Henry T. Nash (1 May 1975). Nuclear Weapons and International Behaviour. Kluwer Academic Publishers. ISBN 978-9028602656. „Each site would consist of 100 ABMs, or a total of 200 ABMs for each country“
- ↑ Treaty Between the United States of America and the Union of Soviet Socialist Republics on the Limitation of Anti-Ballistic Missile Systems. United States Department of State (26 May 1972).
- ↑ (2002) International Arms Control: Issues and Agreements (Studies in International Security & Arms Control).
- ↑ „Moscow extends life of 144 cold war ballistic missiles“. The Guardian. 20 August 2002. ციტირების თარიღი: 2006-10-24.
- ↑ Alexander T.J. Lennon. (2002). Contemporary Nuclear Debates: Missile Defenses, Arms Control, and Arms Races in the Twenty-First Century. MIT Press. ISBN 978-0262621663. „Although Kosygin rejected this reasoning at Glassboro“
- ↑ ABM treaty reduces US and USSR to one ABM site each. The Nuclear Information Project. FAS. ციტირების თარიღი: 27 May 2011.
- ↑ Ivo H. Daalder (May 1987). „A tactical defence initiative for the Western Europe?“. Bulletin of the Atomic Scientists. 43: 37. ციტირების თარიღი: 8 February 2011.
- ↑ Garthoff, Raymond L. (1994) The Great Transition: American-Soviet Relations and the End of the Cold War. Washington, D.C.: Brookings Institution, გვ. 99. ISBN 978-0-8157-3060-6.
- ↑ „Replies by Yu. V. Andropov to Questions from a Correspondent of Pravda“. 27 March 1983. Cited in Garthoff, Raymond L. (1994) The Great Transition: American-Soviet Relations and the End of the Cold War. Washington, D.C.: Brookings Institution, გვ. 111. ISBN 978-0-8157-3060-6.
- ↑ Peter R. Beckman et al., The Nuclear Predicament: Nuclear Weapons In The Cold War And Beyond, 2nd ed. (New Jersey: Prentice-Hall Inc, 1992), 183.
- ↑ B. Wayne Howell, "Reagan and Reykjavík: Arms Control, SDI, and the Argument From Human Rights დაარქივებული 2011-10-03 საიტზე Wayback Machine. ," Rhetoric & Public Affairs, Vol. 11, No. 3, 2008, pp. 389–415
- ↑ Norman A. Graebner, Richard Dean Burns, and Joseph M. Siracusa, Reagan, Bush, Gorbachev: Revisiting the End of the Cold War, p. 95, 2008. ISBN 0313352410, ISBN 978-0313352416
- ↑ Julian E. Zelizer (2010). Arsenal of Democracy: The Politics of National Security—From World War II to the War on Terrorism. Basic Books, გვ. 350. ISBN 9780465015078.
- ↑ Fact sheet: Memorandum of understanding on succession. United States Department of State (26 September 1997). ციტატა: „Although the ABM Treaty continues in force, it nevertheless has become necessary to reach agreement as to which New Independent States (NIS) would collectively assume the rights and obligations of the USSR under the Treaty.“
- ↑ U.S. Withdrawal From the ABM Treaty: President Bush's Remarks and U.S. Diplomatic Notes. Arms Control Association. ციტირების თარიღი: 10 February 2014.
- ↑ "Announcement of Withdrawal from the ABM Treaty", White House press release
- ↑ New York Review of Books, 14 Jul. 2016, "A Stark Nuclear Warning"
- ↑ „Russia's Nuclear Weapons Buildup Is Aimed at Beating U.S. Missile Defenses“. ციტირების თარიღი: 26 October 2018.
- ↑ Presidential Address to the Federal Assembly en (1 March 2018).
- ↑ Exclusive: Putin blames U.S. for arms race, denies 'new Cold War' NBC News, 1 March 2018.
- ↑ „Beyond Russia's Development of New weapons: Insights From Military Innovation and Emulation Theory“ (ინგლისური). 20 July 2018. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Putin claims new 'invincible' missile can pierce US defenses CNN, 1 March 2018.