რაინული ბატი
რაინული ბატი — ბატის ჯიში. გამოყვანილია გერმანიაში ადგილობრივი და ემდენური ჯიშის ბატების შეჯვარებით. 1969 წელს უნგრეთიდან შეიყვანეს სსრ კავშირში. საშუალო სიდიდის ბატია (ზრდასრული მამლის ცოცხალი მასაა 7,0 კგ, დედლისა — 6,0 კგ), აქვს ოდნავ დახრილი კორპუსი. კისერი მოკლეა, მკერდი ფართო, გამოწეული. შეფერილია თეთრად, ნისკარტი და ფეხები ნარინჯისფერია. კვერცხმდებლობა — 65–80 ცალი წელიწადში; გამოჩეკის პროცენტულობა 60–65%-ია (ორი თვის ასაკში მოზარდეულის ცოცხალი მასა 4,0 კგ-ია). რუსეთში რაინულ ბატს იყენებენ შადრინსკული ჯიშის თეთრი ბატების გამოსაყვანად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ройтер Я. С. РЕЙНСКИЕ ГУСИ // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 349.