ემდენური ბატიბატის ჯიში. გამოყვანილია XVIII საუკუნეში, გერმანიის ქალაქ ემდენის სიახლოვეს (აქედან სახელწოდება). მსხვილი ფრინველია, აქვს მასიური ფართო ტანი და მცირე ზომის ცხიმოვანი ნაკეცი მუცელზე. თავი დიდი და ფართოა; ნისკარტი მოკლე, სქელი, ნარინჯისფერი. კისერი გრძელი, მოღუნული, ნისკარტის ქვეშ კანის ნაკეცით (ქისით). ფეხებ მოკლე და ღია ნარინჟისფერი. შეფერილია თეთრად. ცოცხალი მასაა (კგ): მამლისა — 10, დედლისა — 8. კვერცხმდებლობა — 25–35 ცალი წელიწადში. გამოჩეკის პროცენტულობა 40–45%-ია; 9 კვირის ჭუჭულის ცოცხალი მასა 3,5–3,8 კგ აღწევს. შენარჩუნება: მოზარდისა — 85–90%, ზრდასრულისა — 93–95%. ემდენური ჯიში სარეზერვო გენოფონდად ითვლება.[1]

ემდენური ბატი
  1. Ройтер Я. С. ЭМДЕНСКАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 368.