რაინიციმბაზაფი
რაინიციმბაზაფი (მალაგ. Rainitsimbazafy) — მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1895 წლის 15 ოქტომბრიდან 1896 წლის სექტემბრამდე.
რაინიციმბაზაფი | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ოქტომბერი, 1895 – სექტემბერი, 1896 | |
წინამორბედი | რაინილაიარივონი |
მემკვიდრე | რასანჯი |
1895 წელს დედაქალაქ ანტანანარივუს დაცემისა და ფრანგების მიერ სამეფო სასახლის აღების შემდეგ, რაინილაიარივონი, სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ეს თანამდებობა 31 წლის განმავლობაში ეკავა, გადააყენეს და ფრანგი გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით დააპატიმრეს. იმავე წლის 15 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რაინიციმბაზაფი. მასზე არჩევანი დედოფალ რანავალუნა III-ისა და ფრანგი გენერალ-გუბერნატორის შეთანხმების შედეგად შეჩერდა. ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ფორმალური როლი ჰქონდა და ის ახლადდამკვიდრებულ ფრანგულ მმართველობას საფრთხეს არ შეუქმნიდა. რაინიციმბაზაფი ამ დროისთვის უკვე ხანდაზმული იყო. იგი პოსტიდან 1896 წლის სექტემბერში გათავისუფლდა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chapus, G.S.; Mondain, G. (1953) Un homme d'etat malgache: Rainilaiarivony (fr). Paris: Editions Diloutremer.