რაზელმი
რაზელმი, რაზიმი (რუმ. Razelm) — მტკნარწყლიანი ლაგუნა შავი ზღვის სანაპიროზე, რუმინეთში. მდებარეობს დუნაის დელტის სამხრეთით. ზედაპირის ფართობი 394.30 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2.8 მ.[1] ხმელეთში იჭრება 30 კილომეტრზე. რაზელმი ზღვიდან გამოყოფილია ქვიშის ცელათი. სამხრეთ-დასავლეთით დაკავშირებულია გოლოვიცის ტბასთან. დრანოვისა და დუნავატის არხით უკავშირდება მდინარე დუნაის.[2] ტბის ჩრდილოეთ ნაწილშია კუნძული პოპინა, რომლის ფართობია 0.98 კმ².[3] ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოიყოფა ფუნდეის ყურე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰოლბინის ყურე. განვითარებულია თევზჭერა. ბევრია წყლის ფრინველი.[4]
რაზელმი | |
---|---|
რაზელმი | |
კოორდინატები: 44°49′36″ ჩ. გ. 28°59′05″ ა. გ. / 44.82667° ჩ. გ. 28.98472° ა. გ. | |
მდებარეობა | რუმინეთი |
ფართობი | 394.30 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 2.8 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Grigore Antipa : Marea Neagră, Academia Română, București, 1941, pp. 55–64
- ↑ Razelm-Sinoe Black sea Lagoon in Danube Delta Biosphere Reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-01. ციტირების თარიღი: 2023-02-01.
- ↑ Hotărîri ale guvernului României si alte acte normative, 1994
- ↑ Ecological status of fish fauna from Razim Lake...