რაზაყ ჰამრაევი (დ. 2 მაისი, 15 მაისი, 1910, პეროვსკი, ახლანდელი ყიზილ-ორდა — გ. 5 მაისი, 1981, ტაშკენტი) — უზბეკი მსახიობი და რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1969).

1954 წელს დაამთავრა ტაშკენტის თეატრალური-სამხატვრო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1934-იდან უზბეკეთის მ. მუყიმის სახელობის მუსიკალური დრამისა და კომედიის თეატრის (ტაშკენტი) რეჟისორი და მსახიობი (1959-იდან მთავარი რეჟისორი). დადგა სპექტაკლები: იაშენის „ორი კომუნისტი“ (1932), შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ (1939), ფათჰულინის და საგდულას „სამშობლოს სიყვარული“ (1957), ჰამიდ ღულამის „შეყვარებული თაშბოლთა“ (1961, ითამაშა მელიბაის როლი) და სხვა. 1945-იდან იღებდნენ კინოში. 1954-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სსრკ სახეკმწიფო პრემიის ლაურეატი (1948), უზბეკეთის სსრ ჰამზას სახელობის სახელმწიფო პრემია (1972). დაჯილდოებულია 4 ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება