რადი (ინგლ. rad < radiator absorbed dose — „გამოსხივების შთანთქმული დოზა“; შემოკლებითი აღნიშვნები: ქართული — რად, საერთაშორისო — rad) — მაიონებელი გამოსხივების შთანთქმული დოზის სისტემის გარეშე ერთეული; იყენებენ ნებისმიერი სახის მაიონებელი გამოსხივებისათვის. შეესაბამება 100 ერგ ტოლ გამოსხივების ენერგიას, რომელსაც შთანთქავს 1 გ მასის დასხივებული ნივთიერება.

1 რად = 2.388×10−6 კალ/გ = 0.01 ჯ/კგ.

ლიტერატურა

რედაქტირება