რადიკ ისაევი[1] (აზერ. Əbdürrəhim Vələddinoviç İsayev; რუს. Радик Велединович Исаев; ლეზგიური: Исайрин Радик Велединан хва; დ. 26 სექტემბერი, 1989[1], დაღესტანი, რუსეთის სფსრ, სსრკ[1]) — რუსული წარმოშობის აზერბაიჯანელი სპორტსმენი (ტაეკვონდო). ამჟამად ასპარეზობს 87 კგ წონით კატეგორიაში. კარიერის მანძილზე აგრეთვე გამოდიოდა 80 კგ წონით კატეგორიაში. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული. 2015 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებული. 2017 წელს გამართული ისლამის სოლიდარობის თამაშების გამარჯვებული. მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

რადიკ ისაევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1989(1989-09-26) (34 წლის)
დაბ. ადგილი Ukhul
სიმაღლე 200
წონა 93
ქვეყანა აზერბაიჯანი

2014 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი 87 კგ წონით კატეგორიაში. 2015 წელს კი ამავე წონით კატეგორიაში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 80 კგ წონით კატეგორიაში მოგების შემდეგ გახდა მეორე აზერბაიჯანი სპორტსმენი, ზემფირა მეფტაჰადინოვას შემდეგ რომელიც გახდა ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული. 2015 და 2016 წელს აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად მოიგო ჭიდაობის მსოფლიო თასი.

2015 წელს 80 კგ წონით კატეგორიაში მოიგო ბაქოში გამართული პირველი ევროპული თამაშები. 2015 წელს გამართულ ევროპულ თამაშებზე მიღწეული წარმატების გამო დააჯილდოვეს აზერბაიჯანის დიდების ორდენით.[2] 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ დაჯილდოვებული იქნა ღირსების ორდენი. 2017 წელს 87 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ტაიპეიში გამართულ უნივერსიადაზე. 2018 წელს მოიგო ყაზანში, რუსეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი, 87 კგ წონით კატეგორიაში. 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ ისაევს სამჯერ მიენიჭა „წლის საუკეთესო სპორტსმენის“ წოდება (2013, 2015, 2016).

პირადი ცხოვრება რედაქტირება

რადიკ ისაევი დაიბადა 1989 წლის 26 სექტემბერს, რუსეთის სფსრ-ში, სსრკ-ში, დაღესტანში, ახტულის რაიონის სოფელ უხულში.[1] რადიკ ისაევის პირადი მწვრთნელია ლეზგი მოჰამედ აბდულაევი.[1] ისაევი სკოლის დამთავრების შემდეგ 2006 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო საავტომობილო და საგზაო ტექნიკურ უნივერსიტეტში. სწავლა დაასრულა 2012 წელს.

რადიკ ისაევს ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Radik ISAEV. (ინგლისური). www.baku2015.com (I Avropa Oyunlarının rəsmi saytı). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-25. ციტირების თარიღი: 25 avqust 2017.
  2. I Avropa Oyunları qaliblərinin və Azərbaycan idmanının inkişafında xidmətləri olan şəxslərin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidenti İlham Əliyevin Sərəncamı. (აზერბაიჯანული). www.president.az (Azərbaycan Respublikası Prezidentinin rəsmi saytı). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-03. ციტირების თარიღი: 29 iyun 2015.