ანა ჟღენტი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟღენტი, ანა)

ანა ჟღენტი (დ. 4 ივნისი, 1895, სოფ. ქვაციხე, ახლანდელი ჭიათურის რ-ნი ― გ. 12 ივნისი, 1976, თბილისი) — ქართველი მეცნიერი-თერაპევტი და პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). ლიტერატურის კრიტიკოსის ბესარიონ ჟღენტის და.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა ჟღენტმა 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამკურნალო ფაკულტეტი (პირველი გამოშვება). 1957–1973 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას. აღზარდა ქართველ თერაპევტთა მრავალი თაობა.

ჟღენტი შეისწავლიდა ბორჯომის მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებს, ქართულ კერძებში გამოყენებულ გემოს მიმცემ ნივთიერებებს და ქართული ღვინოების მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. საქართველოში პირველმა აღწერა ფასციოლოზის შემთხვევა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება