ჟიულ ჟოზეფ პერო (ფრანგ. Jules Perrot; დ. 18 აგვისტო, 1810, ლიონი — გ. 24 აგვისტო, 1892, პარამე, ილი და ვილენი) — ფრანგი ბალეტის მსახიობი და ბალეტმაისტერი. XIX საუკუნის რომანტიკული ბალეტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. პეროს დებიუტი შედგა 1830 წელს ლონდონში. 1830-35 წლებში გამოდიოდა პარიზის ოპერაში. იყო მარია ტალიონის პარტნიორი. 1834-48 წლებშილონდონის სამეფო თეატრის ბალეტმაისტერი. აქ დადგა ჩ. პუნის ბალეტები "უნდინა" (1843), "ესმერალდა" (1844), "კატარინა" (1846) და სხვა. 1848 წელს მიიწვიეს პეტერბურგში მთავარ ბალეტმაისტერად. თავისსავე დადგმულ ბალეტებში შეასრულა პიერ გრენგუარის (პუნის "ესმერალდა"), ალინის (ადანის "ფერიების აღზედილი"), მეფისტოფელის (პუნის "ფაუსტი") და სხვა პარტიები. 1859 წელს მიატოვა თეატრი და დაბრუნდა საფრანგეთში.

ჟიულ ჟოზეფ პერო, 1850

ლიტერატურა

რედაქტირება