ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟი

ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟი (ფრანგ. Jules Bastien-Lepage; დ. 1 ნოემბერი, 1848, დამვილერი, შამპანი — გ. 10 დეკემბერი, 1884, პარიზი) — ფრანგი ფერმწერი. სწავლობდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში (1867-დან). წერდა გლეხების ცხოვრების ამსახველ რეალისტურ ტილოებს („თიბვა“, 1877, ლუვრი, პარიზი), პორტრეტებს, ისტორიული ხასიათის სურათებს („ჟანა დ'არკი“, 1879, მეტროპოლიტენ-მუზეუმი, ნიუ-იორკი); ზოგჯერ აიდეალებდა რელიგიურ პატრიარქალურ ყოფას.

ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟი

ლიტერატურა

რედაქტირება