ჟირაფი ჟოზე — ანიმაციური სერიალი და ამავე სახელობის გმირი, რომელიც ბავშვებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო და სხვა სახის ვიდოებში და გადაცემებში მონაწილეობს. პროექტის YouTube-ის არხზე 2023 წლის ოქტომბრისთვის არის 432,000,000-ზე მეტი ნახვა.[1]

ჟირაფი ჟოზე
ჟანრი საბავშვო, შემეცნებითი
ავტორი გიორგი მარშანია
სცენარი გიორგი მარშანია, თიკო გაბელაია, ნანუკა სეფაშვილი, ელის დოდჯსონი, ზაზა ბიბილაშვილი
რეჟისორი გიორგი მარშანია
გახმოვანება
თემის კომპოზიტორი მიშა ცინცაძე
კომპოზიტორ(ებ)ი მიშა ცინცაძე, რეზო ბლიაძე, ლევან ცეკვაშვილი.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 4
სერია 73
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი გიორგი მარშანია
ხანგრძლივობა 5-10 წთ.
კომპანია სტუდია ველოსიპედი
ეთერი
ორიგინალური არხი „ჟირაფი ჟოზე“
ეთერში 2017 — დღემდე
საიტი

ისტორია რედაქტირება

პროექტი ეკუთვნის „სტუდია ველოსიპედს“, რომელიც დაარსდა 2017 წელს. წელს.[2] პერსონაჟი წამყვანის და მთავარი გმირის როლს ასრულებს ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო და გასართობ ვიდეოებში.[3]

ჟირაფი ჟოზეს ირგვლივ ასევე გამოცემულია რამდენიმე წიგნი[4][5] და სხვა პროდუქცია[6].

პერსონაჟის მონაწილეობით აგრეთვე დადგმული იყო სპექტაკლი თოჯინების თეატრში.[7] აგრეთვე გადიოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“[8] და „რუსთავი 2“-ის ეთერებში[9] ეთერში და განთავსებულია სტრიმინგ-სერვის „კავეა პლუსზე“.[10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება