ჟინვალის მონეტების განძი
ჟინვალის მონეტების განძი — ნუმიზმატიკური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალში. 1971 წელს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ტყის პირას, ადგილობრივმა მოსახლემ იპოვა ჩამარხული, ვერცხლის ფულით სავსე, თიხის დამტვრეული კოჭობი. კოჭობში არსებული მონეტებიდან, რომლებიც მოსახლეობას დაუნაწილებია, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ნაწილის შეგროვება. განძში შედის 1261-1290 წლებში მოჭრილი 74 ცალი მონეტა, მათ შორის ყაანური პირველი ტიპის - 2, ყაანური მეორე ტიპის - 21, ქართულ-ჰულაგუიდური - 47, საქართველოს გარეთ მოჭრილი ჰულაგუიდური - 4 მონეტა. განძი დაცულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაღანია ირ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 297.