ყაანური
ყაანური — XIII საუკუნის 60-70-იან წლებში თბილისში მოჭრილი მონღოლური ანონიმური ვერცხლის მონეტა, რომლის ერთ მხარეს ყაენის ტიტულია, მეორეზე კი ისლამის სარწმუნოებრივი სიმბოლო, მოჭრის ადგილი და თარიღი. ამ სახის ფული დიდი რაოდენობით მოჭრეს 1261-1280 წლებში. გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, სომხეთში და სავარაუდოდ, ამიერკავკასიის გარეთაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 603.