ჟინვალის მეორე ეკლესია

ჟინვალის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სოფლის ჟინვალის განაპირას, აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1974 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ეკლესიის კედლები შემორჩენილი იყო 1,5 მეტრ სიმაღლეზე. ნაგები იყო კლდის ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზიდან გამოყოფილი იყო ვიწრო მხრებით.

ლიტერატურა

რედაქტირება