ჟერარ დარმონი (ფრანგ. Gérard Darmon; დ. 29 თებერვალი 1948) — ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი და მომღერალი. წარმოშობით ალჟირელ-ებრაელია.[1] საშუალო სკოლის მიტოვების შემდეგ, სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა ბერნარ ბიმონთან. ათი წელი მუშაობდა კაფე-თეატრში. მისი დებიუტი კინოში შედგა 1973 წელს ფილმში „რაბინ იაკობის თავგადასავალი“, სადაც შეასრულა მსახურის როლი. 1990 წელს ჟერარ დარმონმა ითამაშა გიორგი დანელიას ფილმში „პასპორტი“, სადაც შეასრულა მერაბ და იაკობ პაპაშვილის როლი. ფილმი საბჭოთა კავშირი-საფრანგეთი-ავსტრია-ისრაელის ერთობლივი პროექტია და მოიპოვა ნიკას პრემია საუკეთესო ოპერატორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში.[2] პაპაშვილების როლი გაახმოვანა მსახიობმა მურმან ჯინორიამ. 2012 წლის ივლისში მუჰამედ VI-ის დეკრეტის თანახმად, ჟერარ დარმონი გახდა მაროკოს ნატურალიზებული მოქალაქე.[3] ჰყავს სამი შვილი.

ჟერარ დარმონი
Delanoe Zenith 2008 02 27 n22.jpg
ჟერარ დარმონი
დაბადების თარიღი 29 თებერვალი 1948
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მაროკოს დროშა მაროკო
საქმიანობა მსახიობი
მომღერალი
აქტიური 1973-დღემდე
მეუღლე(ები) მატილდა მეი (1994-1999)
შვილ(ებ)ი ვირჯინი (დ. 1968)
სარა (დ. 1994)
ჟიული (დ. 1997)

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Gilbert Werndorfer, Juifs d'Algérie, Soline, 2003, p. 58
  2. ყველაფერი ქართული კინოს შესახებ[მკვდარი ბმული]
  3. Bulletin officiel 6066 (page 8). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-12. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2012.