ჟებოტის პირველი ეკლესია
ჟებოტის პირველი ეკლესია — ეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. მდებარეობს სოფელში, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,7X3,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა და კონქი. მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთი კეთლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდში სწორკუთხა სარკმელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 398-399.