ჟასმინ სეფას ჯოუნზი

ჟასმინი სეფას ჯოუნზი (ინგლ. Jasmine Cephas Jones; დ. 21 ივლისი, 1989) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ძირითადად ცნობილია 2015 წლის ბროდვეის მიუზიკლ „ჰამილტონში“ პეგი სკაილერის და მარია რეინოლდსის ორმაგი როლის შესრულებისთვის.[3] 2020 წელს გადაეცა პრაიმტამის ემის ჯილდო ტაიშას როლის შესრულებისთვის ვებ-სერიალში „FreeRayShawn“.

ჟასმინი სეფას ჯოუნზი
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1989 (1989-07-21) (34 წლის)[1][2]
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
განათლება ბერკლის მუსიკალური კოლეჯი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2013-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ენტონი რემოსი
მშობლები მამა: რონ სეფას ჯოუნზი
დედა: კიმ ლესლი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჟასმინ ჯოუნზის მამა მსახიობი რონ სეფას ჯოუნზია[4], დედა კი ბრიტანელი ჯაზის მომღერალი კიმ ლესლი. გაიზარდა მიდვუდში, ბრუკლინში. სწავლობდა ფორელო ლაგარდიას სახელობის მუსიკალურ და სამსახიობო სკოლაში და ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. სწავლა დაამთავრა 2011 წელს.

კარიერა რედაქტირება

მონაწილეობდა რამდენიმე დამოუკიდებელი ფილმის გადაღებაში, რომელთა შორისაა „ტიტუსი“ (2013) და „ფერფილდი“ (2014). ჰქონდა ეპიზოდური როლები სერიალებში „ცისფერი სისხლი“ და „დაუვიწყარი“.

2015 წელს „ჰამილტონის“ ბროდვეის გარე წარმოდგენაში შეასრულა პეგი სკაილერის და მარია რეინოლდსის როლები. იგივე როლებს ასრულებდა „ჰამილტონის“ ბროდვეის მიუზიკლშიც 2016 წლის 8 დეკემბრამდე.[5] 2016 წელს მიიღო გრემის ჯილდო როგორც „ჰამილტონის“ ალბომის ერთ-ერთმა სოლისტმა.[6]

2017 წლის „Super Bowl“-ის ცერემონიაზე შეასრულა „America the Beautiful“ „ჰამილტონის“ ვარსკლავებთან რენე გოლდსბერისთან და ფილიპა სუსთან ერთად[7].

2015 წელს ითამაშა ფილმში „ქალბატონი ამერიკა“. 2020 წელს შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი მინი-სერიალში „FreeRayShawn“, რისთვისაც გადაეცა ემის ჯილდო.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2018 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა „ჰამილტონის“ მსახიობ ენტონი რემოსთან, რომელიც ბროდვეის გარე წარმოდგენის რეპეტიციებზე გაიცნო და შემდგომში მასთან ურთიერთობა დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Henderson, Kathy. (September 3, 2015) Jasmine Cephas Jones on Learning from Philip Seymour Hoffman & Strutting Her Stuff in Hamilton. Broadway.com.
  2. Jasmine Cephas Jones [JasCephasJones]. (July 21, 2015) Sang some Stevie wonder with my momma on my Birthday for the #ham4ham lotto! #bestbirthdayever @HamiltonMusical.
  3. Mistress America: Jasmine Cephas-Jones on Her Character. The New York Times (August 18, 2015). ციტირების თარიღი: August 12, 2015.
  4. Morales, Wilson. (August 11, 2015) Jasmine Cephas Jones Talks Noah Baumbach's Mistress America & Broadway's Hamilton. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2018. ციტირების თარიღი: August 12, 2015.
  5. Schulman, Michael (August 6, 2015). „The Women of Hamilton. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 21, 2018.
  6. 58th Annual GRAMMY Awards. The Recording Academy. ციტირების თარიღი: March 19, 2019.
  7. Lee, Ashley (January 27, 2017). „Super Bowl: Hamilton Stars to Perform“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 21, 2018.