ჟასილქოლი
ჟასილქოლი, ქვემო ჟასილქოლი — მაღალმთიანი ტბა ყაზახეთში. მდებარეობს ჯუნგარის ალათაუზე, ზღვის დონიდან 1630 მ სიმაღლეზე. მოქცეულია ჟონგარ-ალათაუს ეროვნულ პარკში. ზედაპირის ფართობი 912 ათ. მ², სიგრძე 1,8 კმ, ხოლო სიგანე 400 მ აღწევს, სიღრმე 89 მ.[1] მრავალი საუკუნის წინ მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა ქვის ჩამონაქცევი, რომლის მარჯვენა კალთამ ბუნებრივი კაშხლით ჩაკეტა მდინარე ქიქოზენის კალაპოტი, რის შედეგადაც წარმოიქმნა თვალწარმტაცი ტბა.[2] წყალი ცივია. აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაპირი ციცაბოა, კლდოვანი. ტბაზე გაედინება მდინარე აგინიკათი. ხალხში ცნობილია „ზურმუხტოვანი ტბის“ სახელწოდებით. როდესაც მყინვარები დნება ტბა ხდება ღია-მომწვანო ფერის. ტბის ნაპირებზე გავრცელებულია ფოთლოვანი კორომი. ტბასთან გვხვდება კეთილშობილი ირემი.
ჟასილქოლი | |
---|---|
ჟასილქოლი | |
კოორდინატები: 45°23′00″ ჩ. გ. 80°34′40″ ა. გ. / 45.38333° ჩ. გ. 80.57778° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1630 მ |
სიგრძე | 1,8 კმ |
სიგანე | 400 კმ |
ფართობი | დაახლ. 1 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 89 მ |
ჩამდინარე მდინარეები | აგინიკათი |
გამომდინარე მდინარე | აგინიკათი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჟონგარ-ალათაუს ეროვნული პარკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-03. ციტირების თარიღი: 2018-07-26.
- ↑ ჟასილქოლის ტბა — ცნობები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-21. ციტირების თარიღი: 2018-07-26.