ჟან ფრანსუა ლესიუერი
ჟან ფრანსუა ლესიუერი (ფრანგ. Jean-François Lesueur ან Le Sueur; დ. 15 თებერვალი, 1760, დრიუკა-პლესიელი ― გ. 6 ოქტომბერი, 1837, პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1813).
ჟან ფრანსუა ლესიუერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 15 თებერვალი, 1760[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | Drucat |
გარდ. თარიღი | 6 ოქტომბერი, 1837[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (77 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
ჟან ფრანსუა ლესიუერი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირება1786 წლიდან ხელმძღვანელობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კაპელას. 1793 წლიდან იყო პროფესორი და ეროვნული მუსიკის ინსტიტუტის ინსპექტორი. საფრანგეთის რევოლუციის წლებში მასობრივი დღესასწაულებისთვის შექმნა მრავალი საგუნდო სიმღერა და ჰიმნი, მათ შორის „საფრანგეთის რესპუბლიკის ტრიუმფების სიმღერა“. მისი მოწაფეები იყვნენ ჰექტორ ბერლიოზი, შარლ გუნო, შარლ ლუი ამბრუაზ ტომა. ეკუთვნის 9 ოპერა, მათ შორის გამოქვაბული (1793). ავტორია თხზულებებისა მუსიკალური თეორიის, ესთეტიკისა და განათლების ჟანრში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 201.