ჟან ლუი კაბანისი
ჟან ლუი კაბანისი (გერმ. Jean Louis Cabanis; დ. 8 მარტი, 1816, ბერლინი — გ. 20 თებერვალი, 1906, იქვე) — გერმანელი ორნითოლოგი. ბერლინის უნივერსიტეტში შეისწავლა ბუნებისმეტყველება. შემდეგ წამოიწყო ზოოლოგიური მოგზაურობა ამერიკაში, სადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში წელიწადნახევარზე მეტი გაატარა და მდიდარი კოლექცია შეაგროვა. ბერლინში დაბრუნების შემდეგ ზოოლოგიის მუზეუმში დაიწყო მუშაობა, 1874 წელს დაინიშნა პროფესორად. კაბანისის კვლევებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფრინველთა სისტემატიკაში; თავის ნაშრომებს აქვეყნებდა ჟურნალებში „Archiv für Naturgeschichte“ (1841) და „Museum Heineanum“ (1850–1863); ფრინველთა შესახებ სტატიებს ამუშავებდა აგრეთვე „Reisen in Britisch-Guyana“-სა (1848) და „Reisen in Ostafrica“-ში (1869). 1853 წელს დააარსა „Journal für Ornithologie“, რომელიც 1868 წლიდან წარმოადგენს აგრეთვე კაბანისის მიერ დაარსებული გერმანელ ორნითოლოგთა საზოგადოების ორგანოს.[6]
ჟან ლუი კაბანისი | |
---|---|
გერმ. Jean-Louis Cabanis | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 8 მარტი, 1816[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ბერლინი[1] |
გარდ. თარიღი | 20 თებერვალი, 1906[2] (89 წლის) ან 18 თებერვალი, 1906[1] (89 წლის) |
გარდ. ადგილი | ფრიდრიხსჰაგენი, ბერლინი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ორნითოლოგი, ზოოლოგი, zoological collector[4] და კურატორი[5] |
მუშაობის ადგილი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბუნებისმეტყველების მუზეუმი და ბუნებისმეტყველების მუზეუმი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116395877 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ FRAHNERT S., MLÍKOVSKÝ J. Type specimens and type localities of Peruvian birds described by Jean Cabanis on the basis of Konstanty Jelski's collections // Zootaxa / Z. Zhang — Magnolia Press, 2009. — Vol. 2171, Iss. 1. — P. 29–47. — ISSN 1175-5334; 1175-5326 — doi:10.11646/ZOOTAXA.2171.1.2
- ↑ Кабанис, Жан-Луи // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. т. XIIIa. — СПб., 1894. — стр. 777.