ჟანა II ოვერნელი
ჟანა II ოვერნელი (ფრანგ. Joan II d'Auvergne; დ. 1378 — გ. 1424) — ოვერნის გრაფ ჟან II-ის ასული. ოვერნისა და ბულონის გრაფინია 1404-1424 წლებში. ასევე ბერის ჰერცოგინია 1390-1416 წლებში როგორც ჟან დე ვალუას მეორე მეუღლე.
ჟანა II ოვერნელი | |
---|---|
ოვერნისა და ბულონის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 28 სექტემბერი, 1404 |
მმართ. დასასრული: | 1424 |
წინამორბედი: | ჟან II ოვერნელი |
მემკვიდრე: | მარი I ოვერნელი |
ბერის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 1390 |
მმართ. დასასრული: | 15 ივნისი, 1416 |
წინამორბედი: | ჟანა არმანიაკი |
მემკვიდრე: | ჟაკლინ ენოელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1378 |
გარდ. თარიღი: | 1424, (46 წლის) |
მეუღლე: |
ჟან დე ვალუა ჟორჟ დე ლა ტრემუალი |
მამა: | ჟან II, ოვერნის გრაფი |
დედა: | ალიენორ დე კომინიე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟანა დაიბადა 1378 წელს. იგი იყო ოვერნის გრაფ ჟან II-ისა და მისი მეუღლის, ალიენორ დე კომინიეს ასული. ჟანას ბებიად ერგებოდა ოვერნის გრაფინია ჟანა I, რომელიც ამასთან საფრანგეთის დედოფალიც იყო. მისი ოჯახისა და ბავშვობის შესახებ ინფორმაცია ძალზედ მწირია.
1389 წელს ჟანა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის შუათანა ვაჟს, ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუას. ჟანი ამ დროს უკვე ორი ქალიშვილის მამა და დაქვრივებული კაცი იყო. მას მამრობითი სქესის მემკვიდრე სურდა, რა მიზეზითაც იქორწინა ჟანაზე, თუმცაღა ეს ქორწინება უნაყოფო იყო.
თხუთმეტი წლის ასაკში, 1393 წლის 28 იანვარს ჟანამ გამართა "ცეცხლოვანი კაცის ბალ-მასკარადი", რომელიც ეძღვნებოდა თავისი მაზლის შვილის, საფრანგეთის მეფე შარლ VI-ს მეუღლეს, დედოფალ იზაბელა ბავარიელს. ამ ბალ-მასკარადზე მეფესა და სხვა დიდგვაროვან მამაკაცებს ველურებივით ეცვათ და პირველყოფილებს განასახიერებდნენ, ქალბატონები კი ჩვეულებრივად იყვნენ გამოწყობილნი. სწორედ ასეთი "თამაშისას" მეფის საყვარელი ძმა, ორლეანის ჰერცოგი ლუი დე ვალუა მოულოდნელად წაბორძიკდა და ცეცხლში ჩავარდა, საიდანაც ძლივს მოახერხეს მისი დახსნა. შეშლილმა მეფემ, ეს ყველაფერი ჟანას დააბრალა და სამეფო კარიდან გააძევა.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1404 წლიდან ჟანა ხდება ოვერნისა და ბულონის გრაფინია. 1416 წელს კი ჟანა დაქვრივდა კიდეც. იგი მალევე დაქორწინდა გამოჩენილ ფრანგ დიდგვაროვან ჟორჟ დე ლა ტრემუალზე, თუმცა ეს ქორწინებაც უნაყოფო აღმოჩნდა. 1424 წელს, ჟანას გარდაცვალების შემდეგ ოვერნის ტახტზე ავიდა მისი ბიძაშვილი მარი I.
ლიტერატურა
რედაქტირება- Echols, Anne and Marty Williams, An Annotated Index of Medieval Women, Markus Weiner Publishing Inc., 1992.
- Emmerson, Richard K. (2013). Key Figures in Medieval Europe: An Encyclopedia. Routledge. ISBN 978-1136775185.
- The Encyclopædia Britannica, Vol.3, Ed. Hugh Chisholm, 1911.