ჟანა II ბურგუნდიელი
ჟანა II ბურგუნდიელი (ფრანგ. Jeanne II de Bourgogne; დ. 15 იანვარი, 1292 — გ. 21 იანვარი, 1330) — ბურგუნდიის გრაფ ოტო IV-ისა და მისი ცოლის, არტუას გრაფინია მატილდას ასული. საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი 1316-1322 წლებში როგორც ფილიპ V-ის მეუღლე. ბურგუნდიის გრაფინია 1315-1330 და არტუას გრაფინია 1329-30 წლებში.
ჟანა II ბურგუნდიელი | |
---|---|
ბურგუნდიის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 1315 |
მმართ. დასასრული: | 21 იანვარი, 1330 |
წინამორბედი: | რობერი |
მემკვიდრე: | ფილიპ ფრანგი |
არტუას გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ნოემბერი, 1329 |
მმართ. დასასრული: | 21 იანვარი, 1330 |
წინამორბედი: | მატილდა არტუელი |
მემკვიდრე: | ჟანა III ბურგუნდიელი |
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი | |
კორონაცია: | 9 იანვარი, 1317 |
მმართ. დასაწყისი: | 20 ნოემბერი, 1316 |
მმართ. დასასრული: | 3 იანვარი, 1322 |
წინამორბედი: | კლიმენცია უნგრელი |
მემკვიდრე: | ბლანკა ბურგუნდიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 იანვარი, 1292 |
გარდ. თარიღი: | 21 იანვარი, 1330, (38 წლის) |
მეუღლე: | ფილიპ V, საფრანგეთის მეფე |
შვილები: |
ჟანა, ბურგუნდიის გრაფინია მარგარიტა, ბურგუნდიის გრაფინია იზაბელი, ვიენის დოფინი ბლანში ფილიპი |
მამა: | ოტო IV, ბურგუნდიის გრაფი |
დედა: | მატილდა, არტუას გრაფინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟანა დაიბადა 1292 წლის 15 იანვარს დაიბადა. იგი იყო ბურგუნდიის გრაფ ოტო IV-ისა და მისი ცოლის, არტუის გრაფინია მატილდას უფროსი ქალიშვილი. მისი ბავშვობის შესახებ უცნობია, თუმცა მას ერთი უფროსი ძმა (რობერი) და ერთი უმცროსი და (ბლანკა ბურგუნდიელი) ჰყავდა.
როგორც კი ისინი წამოიზარდნენ, ჟანა და ბლანკა მალევე გაათხოვეს საფრანგეთში. ჟანა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის შუათანა ვაჟ ფილიპზე, ხოლო ბლანკა მის უმცროს ძმა შარლზე. 1314 წელს ჟანას დას, პრინცესა ბლანკას, მათ რძალს, საფრანგეთის დედოფალ მარგარიტა ბურგუნდიელსა და ასევე მათ მულს, ინგლისის ქვრივ დედოფალ იზაბელა ფრანგს მრუშობისას შეუსწრეს, რის გამოც სამივე მათგანი ცალ-ცალკე ციხესიმაგრეებში გამოკეტეს. თავად ჟანა ვინაიდან ამ ამბავში არ ერია ადვილად გადარჩა, თუმცა თავის საყვარელ დაზე ძალიან ღელავდა. 1315 წელს იგი თავის ქმარს შეევედრა, რის გამოც ბლანკა პარიზის პარლამენტში გაასამართლეს და სამეფო კარზე დაბრუნების უფლება დართეს, მარგარიტა კი საკანში გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა ქმარმა მეორედ იქორწინა კლიმენცია უნგრელზე.
ჯერ მეფე ლუი X-ის, შემდეგ კი მისი ჩვილი ვაჟის, მეფე ჟან I-ის გარდაცვალებამ, 1316 წელს ჟანას ქმარი ფილიპ V საფრანგეთისა და ნავარის მეფედ აქცია, თავად ჟანა კი დედოფლად. 1317 წლის 9 იანვარს რეიმსში მათი კორონაცია შედგა, თუმცა მათი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ფილიპი 1322 წელს გარდაიცვალა, მათ კი ვინაიდან ვაჟი არ ჰყავდათ ტახტზე შარლ IV და ბლანკა ბურგუნდიელი ადიან.
ჟანას მამა, ბურგუნდიის გრაფი 1302 წელს გარდაიცვალა, ეს წოდება კი მემკვიდრეობით მის ვაჟ რობერზე გადავიდა, რომელიც 1315 წელს უშვილოდ დაიღუპა. ამის შემდეგ ჟანა ბურგუნდიის გრაფინია გახდა, როგორც რობერის უფროსი და, 1329 წელს კი დედის გარდაცვალების შემდეგ იგი არტუას გრაფინიაც გახდა.
მეუღლის სიკვდილის შემდეგ ჟანა თავის დომინონ ქვეყნებში, ანუ ბურგუნდიასა და არტუაში ცხოვრობდა. საყვარელი ქმრის გარდაცვალებამ იმდენად დიდი სულიერი დატყმა მიაყენა მას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ჟანა ღრმა დეპრესიაში ჩაიძირა, რომლიდანაც მთელი დარჩენილი ცხოვრება ვერ გამოვიდა. ამას დაერთო ისიც, რომ 1326 წელს მისი საყვარელი და, დედოფალი ბლანკა ბურგუნდიელიც დაიღუპა, რამაც იგი კიდევ უფრო უარეს დეპრესიაში ჩააგდო.
1330 წლის 21 იანვარს, 38 წლის ასაკში ჟანა გარდაიცვალა. ვინაიდან მას ვაჟი არ ჰყოლია, მისი ტიტულები მემკვიდრეობით მის ქალიშვილ ჟანა III-ზე გადავიდა, რომელიც დაქორწინებული იყო თავისსავე ბიძაშვილ ოდო IV-ზე. 1349 წელს კი ჟანას გარდაცვალების შემდეგ ეს ტიტულები მის დაზე, მარგარიტაზე გადავიდა მემკვიდრეობით, რომელიც ფლანდრიის გრაფზე იყო გათხოვილი. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების გაერთიანებას.
დედოფალმა ჟანამ, თავისი ტახტზე ჯდომისას დააარსა პარიზის კოლეჯი, რომელსაც თავდაპირველად "ბურგუნდიული კოლეჯი" ეწოდებოდა.
შვილები
რედაქტირება- ჟანა (დ. 1/2 მაისი, 1308 — გ. 10/15 აგვისტო, 1349), ბურგუნდიისა და არტუას გრაფინია, ოდო IV ბურგუნდიელის მეუღლე;
- მარგარიტა (დ. 1309 — გ. 9 მაისი, 1382), ცოლად გაჰყვა ფლანდრიის გრაფ ლუი I-ს, დის გარდაცვალების შემდეგ კი გახდა ბურგუნდიისა და არტუას გრაფინიაც;
- იზაბელა (დ. 1310 — გ. აპრილი, 1348), ცოლად გაჰყვა ვიენის დოფინ გიუგ VIII-ს;
- ბლანში (დ. 1313 — გ. 26 აპრილი, 1358), აღიკვეცა მონაზვნად;
- ფილიპი (დ. 24 ივნისი, 1316 — გ. 24 თებერვალი, 1317), გარდაიცვალა ჩვილობაში;
ლიტერატურა
რედაქტირება- Bradbury, Jim (2007). The Capetians: Kings of France 987-1328. Hambledon Continuum.
- Brown, Elizabeth A.R. (2009). „Blanche of Artois and Burgundy, Chateau-Gaillard, and the Baron de Joursanvault“, Negotiating community and difference in medieval Europe: gender, power, patronage, and the authority of religion in Latin Christendom. BRILL.
- Gaude-Ferragu, Murielle (2016). Queenship in Medieval France, 1300-1500. Palgrave Macmillan.
- Hallam, Elizabeth (1980). Capetian France, 987-1328. Longman.
- Warner, Kathryn (2017). Isabella of France: The Rebel Queen. Amberley Press.