ჟანა ფრისკე
ჟანა ფრისკე (რუს. Фриске, Жанна Владимировна; დ. 8 ივლისი 1974, მოსკოვი — გ. 15 ივნისი, 2015,[1] ბალაშიხა) — რუსი საესტრადო მომღერალი, ტელეწამყვანი და კინომსახიობი.
ჟანა ფრისკე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჟანა ფრისკე |
დაბ. თარიღი | 8 ივლისი 1974 |
დაბ. ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
გარდ. თარიღი | 15 ივნისი, 2015 (40 წლის) |
გარდ. ადგილი | ბალაშიხა, მოსკოვის ოლქი |
დასაფლავებულია | ნიკოლო-არხანგელსკის სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი |
პოპ-მუსიკა საცეკვაო მუსიკა |
საქმიანობა |
მომღერალი ტელეწამყვანი მსახიობი |
ხელმოწერა | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ჟანა ფრისკე ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპატარა ასაკშივე ბალეტით, სპორტული ცეკვით, აკრობატიკითა და გიმნასტიკით იყო დაკავებული. მაყურებელმა ის რუსული ჯგუფით, „ბლესტიაშიეთი“ (1996-2003) გაიცნო. მონაწილეობა აქვს მიღებული ტიმურ ბეკმამბეტოვის ფილმებში „ღამის გუშაგი“ და „დღის მეთვალყურე“, აგრეთვე გადაღებულია უამრავ სატელევიზიო შოუში. 2003 წლიდან დაიწყო სოლო კარიერა. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო რეალიტი-შოუში. გადაღებულია ჟურნალებში: Playboy, Penthouse, Maxim და Elle. 1990-იან წლებში ჟანამ მიიღო ბებიამისის გვარი ფრისკე.[2]
2013 წელს მსახიობს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. იგი ორი წლის განმავლობაში ებრძოდა ტვინის სიმსივნეს. მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა აშშ-ში, გერმანიასა და ჩინეთში, რისი წყალობითაც ექიმებმა რემისიას მიაღწიეს. როგორც კი გახმაურდა მომღერლის ავადმყოფობის შესახებ, რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა რუსფონდ-თან ერთად საჭირო თანხის შეგროვება დაიწყო. შეგროვდა 68 მილიონი რუბლი, რაც საჭირო თანხას აღემატებოდა და ჟანა ფრისკემ დარჩენილი ფული ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადარიცხა. სიცოცხლის ბოლო თვეები აგარაკზე გაატარა ოჯახის წევრებთან ერთად.
ჟანა ფრისკე გარდაიცვალა 2015 წლის 15 ივნისს ბალაშიხაში. დარჩა 2 წლის შვილი პლატონი.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Умерла Жанна Фриске“. NEWSru.com (რუსული). 16 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Жанна Фриске ru. Кино-Театр.РУ. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021
- ↑ მომღერალი ჟანა ფრისკე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-06-16.