პჰაჰონ პჰაიუჰასენა
პჰაჰონ პჰაიუჰასენა (ტაი. พล เอก พระยา พหล พล พยุหเสนา, დაბადების სახელი პჰოტ პჰაჰონიოთჰინი (ტაი. พจน์ พหลโยธิน), დ. 29 მარტი, 1887 — გ. 14 თებერვალი, 1947) — ტაილანდის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის მეორე პრემიერ-მინისტრი 1932 წლის სიამის რევოლუციის შემდეგ.
პჰაჰონ პჰაიუჰასენა | |
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 1933 – 16 დეკემბერი, 1938 | |
მონარქი | რამა VII, რამა VIII |
წინამორბედი | მანოპაკორნ ნიტიტადა |
მემკვიდრე | პიბუნსონგრამი |
დაბადებული | 29 მარტი, 1887 ბანგკოკი, სიამი |
გარდაცვლილი | 14 თებერვალი, 1947 ბანგკოკი, სიამი |
პოლიტიკური პარტია | ხანა რატსადონი |
შვილები | 7 |
პროფესია | სამხედრო |
რელიგია | ბუდიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1887 წელს პრა ნაკჰონის პროვინციაში (ამჟამად -ბანგკოკი), მამამისი, სამეფო არმიის პოლკოვნიკი, იყო ეთნიკური ჩინელი, ხოლო დედა ტაილანდელი[1][2].
სიამის სამეფო სამხედრო აკადემიაში სწავლის შემდეგ პჰაჰონ პჰაიუჰასენამ პრუსიის სამხედრო აკადემიაში სწავლისათვის (ბერლინი) მიიღო სამეფო სიტპენდია. ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, გერმანიაში სწავლის პერიოდში მისი კურსელი იყო ჰერმან გერინგი. ამის შემდეგ პჰაჰონ პჰაიუჰასენა გააგზავნეს დანიის საინჟინრო კოლეჯში, მაგრამ უსახსრობის გამო 1912 წელს დაბრუნდა სიამში. 1931 წელს მეფე პრაჩადიპოკმა მას უბოძა ტიტული „პრაია“ (ევროპის ტიტულების სისტემაში შეესაბამება მარკიზს), საპატიო სახელი პჰაჰონ პჰაიუჰასენა და პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1932 წელს პჰაჰონ პჰაიუჰასენა გახდა სამეფო არმიის ინსპექტორი.
პჰაჰონ პჰაიუჰასენა შეთქმულთა ჯგუფის „ოთხი მუშკეტერის“ ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო. „ოთხი მუშკეტერის“ დაჯგუფება იატაკქვეშა ორგანიზაციის ხანა რატსადონის ნაწილი გახდა. 1932 წლიდან პარტიაში ჩამოყალიბდა სამი ძირითადი ფრაქცია: სამხედრო, რომელსაც ხელმძღვანელობდა პჰაჰონ პჰაიუჰასენა, ფლოტის, პიბუნსონგრამით საავეში და სამოქალაქო პრიდი პანომიონგის მეთაურობით. პჰაჰონ პჰაიუჰასენამ დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში ხელისუფლების ხელში ცაგდების პერიოდში მან ბანგკოკის მოედანზე წაიკითხა „ახალი სიამის სახელმწიფოს დეკლარაცია“. შევიდა მთავრობაში რომელსაც მეთაურბდა მანოპაკორნ ნიტიტადა
1933 წლის აპრილში ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რაც გამოიწვია მეფის მიერ პრიდი პანომიონგის ეკონომიკური გეგმის (ცნობილი როგორც „ყვითელი საქაღალდე“) დაგმობამ. მანოპაკორნ ნიტიტადამ დაშალა თავისი კაბინეტი, შეაჩერა კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის მოქმედება, შეაჩერა საპარლამენტო სხდომები და სასამართლო სისტემის ფუნქციონირება. პანომიონგი იძUლებული გახდა საზღვარგარეთ, კერძოდ საფრანგეთში, გაქცეულიყო. 15 ივნისს თანამდებობიდან გადადგა პჰაჰონ პჰაიუჰასენა და მოემზადა სამხედრო გადატრიალებისათვის. 1933 წლის 20 ივნისს გენერალმა პჰაჰონ პჰაიუჰასენამ თავის მომხრეებთან ერთად მოახდინეს სამხედრო გადატრიალება. მანოპაკორნ ნიტიტადა გადააყენეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. პჰაიუჰასენამ დაიკავა პრემიერის თანამდებობა, ქვეყნის მონარქმა პრაჩადიპოკმა დაამტკიცა აღნიშნული გადაწყვეტილება.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ახალი პრემიერ-მინისტრი ცდილობდა შეენარჩუნებინა თანამდებობა. 1933 წელს მის წინააღმდეგ პრინცმა ბოვორადეტმა მოაწყო აჯანყება. ახალი მთავრობის თავდაცვის მინისტრი გახდა პლეკ პიბუნსონგრამი, რომლის გავლენა მთავრობაში თანდათან გაიზარდა. 1933 წლის დეკემბერში ტაილანდის პირველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პჰაჰონ პჰაიუჰასენა მიიღო მთავრობის ფორმირების მანდატი. 1937 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრმიერის თანამდებობაზე კვლავ პჰაჰონ პჰაიუჰასენა რჩება, თუმცა მცირე ხნით. მისი კაბინეტი იძულებული გახდა 1938 წლის სექტემბერში გადამდგარიყო, ნოემბერში დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა პლეკ პიბუნსონგრამი.
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაკავდა სამხედრო კარიერით მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. გარდაიცვალა 1947 წლის თებერვალში ტვინში სისხლის გაჟონვის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ იგი ასეთ მაღალ თანამდებობაზე ცხოვრობდა, მის ოჯახს არ ჰქონდა მისი დაკრძალვის თანხა, იგი დაკრძალა პლეკ პიბუნსონგრამმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Stowe, Judith A. Siam Becomes Thailand: A Story of Intrigue. C. Hurst & Co. Publishers, 1991
- Baker, Christopher John, & Phongpaichit, Pasuk. A History of Thailand. Cambridge University Press, 2005
სქოლიო
რედაქტირება- ↑ George William Skinner (1957). Chinese Society in Thailand: An Analytical History. Cornell University Press, გვ. 244.
- ↑ D. Insor (1957). Thailand: A Political, Social, and Economic Analysis. Praeger, გვ. 138.