პჰანომ რუნგის ისტორიული პარკი

პჰანომ რუნგი (ტაი:พนมรุ้ง) სრული სახელი — პრასატ ჰინ პჰანომ რუნგი (ტაი: ปราสาทหินพนมรุ้ง; პჰანომ რუნგის ქვის სასახლე) — კამბუჯადეშას ინდური სატაძრო კომპლექსი, რომელიც ზღვის დონიდან 402 მეტრის სიმაღლეზე, ჩამქრალი ვუკანის რკალში მდებარეობს. პჰანომ რუნგი მდებარეობს ტაილანდში, ისანის რეგიონის ბურირამის პროვინციაში და აგებულია იმ პერიოდში, როდესაც სისაკეტის პროვინცია კჰმერების სოციალ-პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო. კომპლექსი აგეულია ქვიშქვისა და ლატერიტისგან და X-XIII საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი ინდუისტურ სამლოცველოს წარმოადგენდა, ღმერთ შივასადმი იყო მიძღვნილი და კაილაშის მთას, შივას ზეციურ საბინადროს განასახიერებდა.

პჰანომ რუნგი

ტაილანდის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახვითი ხელოვნების დეპარტამენტმა 17 წლის მანძილზე (1971-1988) კომპლექსის რესტავრაცია მოახდინა. 1988 წლის 21 მაისს პარკი ოფიციალურად გახსნა პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა.[1] 2005 წელს ტაძარი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატთა ნუსხაში შეიტანა.

არქიტექტურა რედაქტირება

 
პჰანომ რუნგის ტაძარი

სამდონიანი ქვედა საფეხუროვანი კიბის შემდეგ კვარედინი ფორმის პლატფორმაა, რომელიც მთავარი ტაძრის პირველ მწვერვალს წარმოადგენს. მარჯვნივ ჩრდილოეთით ფლაბ ფლა, იგივე თეთრი სპილოს სახლია. გადმოცემით, პავილიონში მეფეები და სამეფო ოჯახის წევრები რიტუალების წინ ტანსაცმელს იცვლიდნენ. ამის შემდეგ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები პროცესიის ბილიკს მიუყვებოდნენ, რომელიც პარკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ელემტია. პროცესიის ბილიკი 160 მეტრის სიგრძისაა და ქვიშაქვისგან აგებული 70 ბოძი ესაზღვრებოდა, რომელთა თავშიც ლოტოსის კვირტები იყო მოთავსებული. თვითონ ბილიკი ლატერიტისგანაა აგებული.

 
პჰანომ რუნგის სასახლისკენ მიმავალი ბილიკი

ბილიკი ნაგების სამი ხიდიდან პირველისკენ მიემართება. XII საუკუნეში აგებული ხუთთავიანი გველები ოთხივე მიმართულებით იყურებიან. ხიდი სამოთხისა და ჯოჯოხეთის დაკავშირების წარმოდგენაა. ნაგების ხიდი დაკავშირებულია ზედა საფეხუროვან კიბესთან, რომელიც ხუთად იყოფა. ყოველ მათგანს კუთხეებში ტერასები აქვს. ბოლო ტერასა ფართოა და ლატერიტისგანაა აგებული. მას ჯვარედინი ფორმა და ოთხი პატარა აუზი აქვს. ორი საფეხურის მოშორებით ნაგების მეორე ხიდია, რომელსაც პირველის მსგავსი ფორმა აქვს, თუმცა უფრო პატარაა. ეს გალერეა ნაგების მესამე და ბოლო ხიდს უკავშირდება, რომელიც პირველი ხიდის მსგავსია, თუმცა უფრო მომცრო ზომის.

უკანასკნელი ტერასა გარე გელერაში გადის. სავარაუდოდ, ის კრამიტით გდახურული ხის გალერეა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ლატერიტის ნრჩენებია შემორჩენილი. გარე გალერეიდნა შიდა გალერეაში მოხვედრაა შესაძლებელი, რომელიც გრძელ და ვიწრო ოთახებდ იყოფა.

მესამე ხიდი პირდაპირ მთავარი სამლოცველოსკენ მიემართება. მცირე ოთახისა და ფლიგელის ბოოში მთავარი კოშკი მდებარეობს. ორი პორტიკი ყველა მიმართულებით გადის. შიდა სამლოცველოში ლინგამი, შივას ღვთაებრივი სიმბოლო უნდა ყოფილიყო მოთავსებული, თუმცა ამჟამად მხოლოდ „სომასუტრაა“ შემორჩინილი, რომელიც რელიგიური რიტუალების დროს წყლის დასაღვრელად გამოიყენებოდა. შესასვლელები ლინტელებითა და ინდუისტური რელიგიური ამბების გმაოსახულებებითაა (მაგ: მოცეკვავე შივასა და ხუთი იოგის) მორთული. სამხრეთის შესასვლელთან ქვიშქვის ქანდაკება დგას.

 
ფჰანომ რუნგის მონახაზი

გარდა მთავარი კოშკისა, კომპლექსი სხვა ნაგებობებსაც მოიცავს. X საუკუნეში აგურისგან აგებული ორი სამლოცველო კოშკისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. კოშკის სამხრეთ-დასავლეთით კიდევ ერთი, მცირე სამლოცველოა აგებული. სამლოცველო XI საუკუნეში ქვიშაქვისგანაა აგებული. პრანგ ნოის მხოლოდ ერთი, აღმოსავლეთის შესასვლელი აქვს. სამლოცველო კვადრატული ფორმისაა, მაგრამ კუთხეების მოყვანილობის გამო წრიული მოყვანილობის ჩანს. ორი მთვარი კოშკი სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩღდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ნაგებობებს მართკუთხა ფორმა და თითო შესასვლელი აქვთ. ისინი XIII საუკუნეშია აგებლი და წმინდა მანუსკრიპტების შესანახად გამოიყენებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Phnom Rung Historical Park". Retrieved 9 Jul 2006. Printed by Joseph Plastic Crad (Korat) and Print Co. Ltd.