პუნსალმაგიინ ოჩირბატი
პუნსალმაგიინ ოჩირბატი (დ. 23 იანვარი, 1942, ძაბხანის აიმაკი) — მონღოლი პოლიტიკოსი.
პუნსალმაგიინ ოჩირბატი | |
![]() პუნსალმაგიინ ოჩირბატი | |
მონღოლეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მარტი, 1990 – 20 ივნისი, 1997 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ნაცაგიინ ბაგაბანდი |
დაბადებული | 23 იანვარი, 1942 ძაბხანის აიმაკი |
გარდაცვლილი | 17 იანვარი, 2025 |
ეროვნება | მონღოლი |
რელიგია | ბუდიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკომუნისტური მმართველობის დროს მუშაობდა ინჟინრად, შემდეგ ხდება ენერგეტიკისა და გეოლოგიის მინისტრი, ბოლოს კი საშინაო ვაჭრობის მინისტრი. 1990 წლის 21 მარტს ხდება სახალხო ხურალის თავმჯდომარე და ქვეყნის მეთაური. 1990 წლის 3 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით, აირჩიეს მონღოლეთის პირველ პრეზიდენტად.
1993 წლის 6 ივნისს აირჩიეს მეორე ვადით. მიუხედავად ოჩირბატის დიდი პოპულარობისა, მმართველმა პარტიამ პარტიული გაზეთის რედაქტორის ადგილზე ლ. ტუდევის კანდიდატურა წარადგინა. ეს ფაქტი გამოიყენეს ოპოზიციურმა პარტიბმა: ნაციონალ-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა და ოჩირბატი მათი პარტიის სახელით წარდგა საპრეზიდენტო არჩევნებზე. მიუხედავად პარტიის გამოცვლისა ოჩირბატმა მოიპოვა ხმათა 57,8 %. მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა 1997 წლის 20 ივნისს.
ოჯახი
რედაქტირებაოჩირბატი დაოჯახებული იყო და ჰყავს ორი შვილი. გარდაიცვალა 2025 წლის 17 იანვარს 82 წლის ასაკში.[1][2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mongolian ex-president passes away (18 January 2025). ციტირების თარიღი: 18 January 2025
- ↑ Statement from Ambassador Richard L. Buangan on the passing of Former President of Mongolia P. Ochirbat (18 January 2025). ციტირების თარიღი: 18 January 2025
წინამორბედი: |
მონღოლეთის პრეზიდენტი 1990 – 1997 |
შემდეგი: ნაცაგიინ ბაგაბანდი |