დიდი ხურალი
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
დიდი სახელმწიფო ხურალი, ასევე დიდი ეროვნული ხურალი ან ასამბლეა — მონღოლეთის პარლამენტი, ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც ასევე გაერთიანებულია მთავრობის აპარატი.
დიდი ხურალი Улсын Их Хурал Ulsyn Ikh hural | |
---|---|
მე-6 მოწვევის ხურალი | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
თავმჯდომარე | მიეგომბინ ენხბოლდი |
სტრუქტურა | |
წევრები | 76 |
პოლიტიკური ჯგუფები | დამოუკიდებელი (1) |
არჩევნები | |
ბოლო არჩევნები | 29 ივნისი 2016 |
სხდომების ადგილი | |
ულან-ბატორი მონღოლეთი | |
საიტი | |
დიდი ხურალი |
ხურალის 76 წევრი წარმოადგენს საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფს და აირჩევა უბრალო უმრავლესობით ოთხი წლის ვადით. არჩევნები ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველთა მინიმუმ 50% მისცემს ხმას. მონღოლეთის მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 18 წლის ასაკიდან აქვთ თუ ისინი ამ დროს მონღოლეთში ცხოვრობენ. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყის უფლება 25 წლიდან ეძლევათ.