პულაუ ბესარი (ჯოჰორი)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პულაუ ბესარი (ჯოჰორი)}} |
ბესარის კუნძული (Pulau Besar; წინათ ცნობილი იყო, როგორც პულაუ ბაბი ბესარი (Pulau Babi Besar)) ჯოჰორის შტატში (მალაიზია) აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული კუნძულია. მასთან მისვლა შესაძლებელია ნავით ქალაქ მერსინგიდან (დაახლოებით 30 წუთის სავალია). კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 000 ფუტის სიმაღლეზეა.
ბესარის კუნძული გარშემორტყმულია რავას, სიბუს და ტინგის კუძულებით. მასზე სიმშვიდეა და სანაპიროებზე ფხვნილივით თეთრი ქვიშაა, ზღვა კი წმინდა და ლაჟვარდოვანია. ხელუხლებელი ზღვის სამყაროს დასაცავად, მთავრობამ ის საზღვაო პარკად გამოაცხადა, რაც მიზნად ისახავს ზღვის არსებების დაახლოებით 60 სახეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას 2 საზღვაოსნო მილის რადიუსზე კუნძულის გარშემო. ჭრელი ველური მცენარეები ხარობენ მუქ მწვანე ქოქოსის პალმებსა და ტროპიკულ ჯუნგლებში. აქ დაახლოებით 7-8 სოფელია, რომელთა მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 100-ს შეადგენს. მათი უმრავლესობა მეთევზეები არიან.
ლეგენდა
რედაქტირებააქ გავრცელებულია მითი მეთევზეთა წყვილის შესახებ, რომლებიც სირინოზებად გადაიქცნენ. ადგილობრივ მოსახლეობაში ეს ლეგენდა იმდენად პოპულარულია, რომ ერთხანს ეგონათ, თითქოს მეთევზის ფეხმძიმე ცოლს ზღვის პროდუქტები უნდოდა, რაც საკმაოდ ბევრია მერსინგის წყლებში. ისინი ფიქრობდნენ, რომ მეთევზის ცოლი ზღვის პროდუქტების ჭამის შემდეგ გადაიქცა სირინოზად და მისი გულგატეხილი ქმარიც, იმავე ზღვის პროდუქტის მირთმევის შემდეგ გარდაიქმნა სირინოზად. დღემდე სწამთ, რომ კუნძულის ტერიტორიაზე შეიძლება კაცმა შენიშნოს სირინოზების წყვილი, რომელიც ზღვის პროდუქტებს მიირთმევს.
კუნძულის ძველი სახელწოდება — პულაუ ბაბი ბესარი (პირდაპირი თარგმანით „დიდი ტახების კუნძული“) — უამრავი გარეული ტახიდან მომდინარეობს, რომლებიც ადამიანების დასახლებამდე, აქაურ მიდამოში დაეხეტებოდნენ. დღესდღეობით ამ მხარეში არც ერთი ტახი აღარ არის და ამიტომაც სახელი შეუცვალეს: ბესარის კუნძულები.