პუკარა-დე-ტილკარა
პუკარა-დე-ტილკარა — ინკებამდელი ციხესიმაგრე ანუ პუკარა არგენტინაში. მდებარეობს ქალაქ ტილკარის შემოგარენში, ხუხუის პროვინციაში. მისი აგებისას, ეს სტარტეგიული ადგილი სპეციალურად იქნა არჩეული კებრადა-დე-უმაუაკის ხეობის დასაცავად.
2000 წელს, პუკარა-დე-ტილკარა არგენტინის ეროვნულ მონუმენტად გამოცხადდა. იგი ერთადერთია კებრადა-დე-უმაუაკის ხეობის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის, რომელიც მნახველთათვის ღიაა.
ისტორია
რედაქტირებაადამიანის დასახლების კვალი ამ ტერიტორიაზე 10,000 წელზე მეტი ხნისაა. ციხესიმაგრე XII საუკუნეში აქ მოსახლე ომაგუაკას ხალხმა ააგო.[1] ეს ხალხი ძირითადად სოფლის მეურნეობას, ქსოვას და კერამიკის წარმოებას მისდევდა. მათ დროს ციხესიმაგრე ადმინისტრაციული და სამხედრო ცენტრის ფუნქციებს ითავსებდა. გათხრების შედეგად, მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ცხოველთა ძვლები, რელიგიურ-სარიტუალო ადგილები და ადამიანთა სამარხები.
ციხესიმაგრე 1908 წელს ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის პროფესორმა და მისმა სტუდენტმა აღმოაჩინეს. სამი წლის მუშაობის განმავლობაში მათ აქ 3,000 არტეფაქტი აღმოაჩინეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხუხუის პროვინციის ვებ-გვერდი: პუკარა-დე-ტილკარა დაარქივებული 2009-02-03 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Deia.com: სტატია პუკარა-დე-ტილკარაზე დაარქივებული 2008-11-02 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- La Nación article 16 Aug 2002: La Quebrada de Humahuaca se fortalece en el Pucará de Tilcara დაარქივებული 16 July 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები (ესპანური)
შენიშვნა
რედაქტირება- ↑ სახელწოდება „ომაგუაკა“ მომდინარეობს კეჩუას ენიდან და შესაძლოა ნიშნავდეს „ტყავით შემოსილ ხალხთა ადგილს“