ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პუატუ-შარანტი (ფრანგ. Poitou-Charentes) — რეგიონი დასავლეთ საფრანგეთში ატლანტის ოკეანესთან. შედგება 4 დეპარტამენტისაგან: შარანტა, ზღვისპირა შარანტა, დიო-სევრი, ვიენა. აქ მდებარეობს კონიაკი, საიდანაც სახელი მიიღო ცნობილმა სასმელმა.

  • ფართობი - 25,8 ათასი კვ.კმ.,
  • მოსახლეობა - 1,6 მლნ.
  • ქალაქები: პუატიე, ლა-როშელი, ნიორი, ანგულემი.
პუატუ-შარანტი
პუატუ-შარანტი

რეგიონი რომაული პროვინცია აკვიტანიის ნაწილი იყო. მე-5 ს-ში გოთებმა დაიპყრეს, 507 წელს ფრანკებმა. ასწლიანი ომის დროს საცილობელი იყო ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 1456 წელს საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პუატუ-შარანტი“-დან