ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Pterygotus ესაა დღემდე ცნობილი სიდიდით მეორე ევრიპტერიდი და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხსახსრიანი. სიგრძით 2,3 მეტრს აღწევდა. თავის წინა ნაწილში გააჩნდა 2 დიდი ზომის, ცენტრალურ ნაწილში კი 2 პატარ ზომის თვალი, 4 წყვილი სასიარულო ფეხებისა, მე-5 წყვილი კი გარდაქმნილი იყო საცურაო ფარფლებად. ასევე გააჩნდა წყვილი ქელიცერებისა, რაც გამოიყენებოდა მსხვერპლის დასაჭერად. სხეულის წინა 6 სეგმენტი (თავის გამოკლებით), ან კუდის დანაყოფები შეიცავდა ლაყუჩებსა და ცხოველის სასქესო ორგანოებს.

Pterygotus

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  ქელიცერიანები
კლასი:  †Eurypterida
ზეოჯახი:  Pterygotoidea
ოჯახი:  Pterygotidae
გვარი:  Pterygotus
ლათინური სახელი
Pterygotus

ევრიპტერიდის დიდი ზომის თვალები მიმანიშნებელია იმისა, რომ მტაცებელ Pterygotus კარგად შეეძლო ორიენტირება, გადაადგილდებოდა დიდი ზომის ფარფლების მეშვეობით, შესაძლებელია ამ მიზნით იყენებდა კუდსაც. Pterygotus ცხოვრობდა სილურული პერიოდიდან-შუა დევონამდე. ენათესავებოდა დიდი ზომის ევრიპტერიდს - Jaekelopterus rhenaniae და სლიმონიას. ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკაზე, ანტარქტიკის გარდა. პალეოზოურ ზღვებში იგი ერთ-ერთი მოწინავე მტაცებელი იყო. ბინადრობდა წყალმარჩხ სანაპირო ზოლში. იკვებებოდა თევზებით, ტრილობიტებით და სხვა არსებებით. სავარაუდოდ Pterygotus იმალებოდა ქვიშაში და ამგვარად უსაფრდებოდა მსხვერპლს, ნადავლის გამოჩენისთანავე კი დიდი სისწრაფით ჩაავლებდა მას გიგანტურ ქელიცერებს.

პატარა ევრიპტერიდებისაგან განსხვავებით (მაგალითად, როგორიცაა Megalograptus), Pterygotus არ შეეძლო ზღვის მიტოვება კანის გამოცვლისა და კვერცხების დადების მიზნით. სავარაუდოდ, იგი ზღვებიდან გადადიოდა მდინარეებსა და ტბებში ახალი ნადავლის მოსაძიებლად.

Pterygotus შეეძლო მეტად მოხერხებულად გადაადგილება წყალში. გადასაადგილებლად იყენებდა როგორც ფარფლებს, ისევე გიგანტურ კუდს, ფეხების მეშვეობით კი იცავდა წონასწორობას. მიუხედავად იმისა, რომ Pterygotus ნაშთები საკმაოდ ხშირია, სრულყოფილი ჩონჩხი იშვიათია. იგი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი გიგანტური ზღვის მორიელებიდან, ვინაიდან კარბონულისა და პერმულის ევრიპტერიდები შედარებით პატარები (10-30 სმ) იყვნენ. გიგანტური ზღვის მორიელების გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი წყალში მათი საკმაოდ ნელი მოძრაობა იყო, რის გამოც ადვილად ხდებოდნენ ზღვის ისეთი გიგანტური მტაცებელი თევზების მსხვერპლნი, როგორიცაა Dunkleosteus.

სახეობები

რედაქტირება
  • P. rhenaniae
  • P. anglicus (ტიპური სახეობა. ლუი აგასისი, 1844)
  • P. osiliensis
  • P. bilobus

Pterygotus გამოჩნდა ბიბისის დოკუმენტური სერიების ციკლში Walking with Monsters, სადაც იგი თავს ესხმის გიგანტურ მორიელს - Brontoscorpio, რომელიც დევონური პერიოდის უყბო თევზს Cephalaspis მისდევს[1] .

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პტერიგოტუსი“-დან