პროისიშ-აილაუს ციხესიმაგრე

პროისიშ-აილაუს ციხესიმაგრე (რუს. Замок Прейсиш-Эйлау) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული ციხესიმაგრე, მდებარეობს ქალაქ ბაგრატიონოვსკში, კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. კალინინგრადის ოლქის მთავრობის 2007 წლის 23 მარტის დადგენილებით პროისიშ-აილაუს ციხესიმაგრე წარმოადგენს კალინინგრადის ოლქის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

პროისიშ-აილაუს ციხესიმაგრე
Замок Прейсиш-Эйлау

ციხესიმაგრე 2006 წელს.
კოორდინატები 54°23′15″N 20°37′17″E / 54.387594° ჩ. გ. 20.621402° ა. გ. / 54.387594; 20.621402
მდებარეობა ბაგრატიონოვსკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1325
დასრულების თარიღი 1330
თარიღდება 1325
მდგომარეობა ნაწილობრივ შემორჩენილი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3930555000

1325 წელს ტევტონთა ორდენის გროსმეისტერ ვერნერ ფონ ორზელნის ბრძანებით ხელოსანმა არნოლდ ფონ ეილენშტაინმა დაიწყო ილეს ციხესიმაგრის მშენებლობა, პრუსიული ციხესიმაგრის სუტვრიტის ადგილზე. ციხესიმაგრის მშენებლობა დაასრულეს 1330 წლისათვის, ეს იყო სწორკუთხა ნაგებობა ზომებით 41 X 43 მ., გარშემო შემორტყმული ჰქონდა წყლით სავსე არხი, ზურგიანი ხიდები და გისოსებიანი ჭიშკრით. აღმოსავლეთის მხრიდან მიაშენეს დიდი ფორბურგი. პირველ დოკუმენტებში ციხესიმაგრეს ეწოვება ილე, შემდეგ - ილადია, მაგრამ ცნობილია - პროისიშ-აილაუს სახელით. 1347 წლამდე ციხესიმაგრე ტევტონთა ორდენის პფლეგარის რეზიდენცია იყო, შემდეგ მასში განთავსდა კამერატის ადმინისტრაცია.

მეორე მსოფლიო ომის დროს ციხესიმაგრე ძლიერ არ დაზიანებულა. 1960-იანი წლების დასაწყისამდე ციხესიმაგრის სივრცე ათვისებული იყო. 1960 წლიდან მასში განათავსეს „райпотребсоюзу“, რომელიც შენობას იყენებდა როგორც სასაწყობე ნაგებობას. 1964 წელს სამეცნიერო-სარესტავრაციო საზოგადოების სახელოსნომ შეისწავლა ციხესიმაგრის მთელი ტერიტორია. აღმოჩნდა, რომ ციხესიმაგრის მდგომარეობა იყო საკმაოდ ცუდი, რადგან ომის შემდეგ იგი არც ერთხელ არ გარემონტებულა. დასავლეთის ფლიგელის ადგილზე ააშენეს ტირი, რომელიც დაანგრიეს 1990-იან წლებში. 1990 წლის აგვისტოში შუა სექციაში გაჩნდა ხანძარი. 1990-იანი წლების დასაწყისში გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო მცირე გათხრები და გადაეკეთებინათ ფორბურგი სასტუმროდ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ფორბურგი მიატოვეს.

20ო6 წლის 5 ივნისს ციხესიმაგრის სახურავში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგავაც დაიწვა 80 კვ. მ. სახურავი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება