პრიტჰვირაჯ კაპური

პრიტჰვირაჯ კაპური (ჰინდი: पृथ्वीराज कपूर, Prithviraj Kapoor; დ. 3 ნოემბერი, 1906, სამუნდარი, ლაილპური (ამჟამინდელი ფაისალბადი). პენჯაბი. ბრიტანეთის ინდოეთი (ამჟამად პაკისტანი) — გ. 29 მაისი, 1972, ბომბეი, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი.

პრიტჰვირაჯ კაპური

პრიტჰვირაჯ კაპური
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1906
სამუნდარი, ფაისალბადი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი, 1972 (65 წლის)
მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი,
კინო პროდიუსერი
აქტიური 1927-1971
მეუღლე(ები) რამსამი მეჰრა (1923-1972)
შვილ(ებ)ი რაჯ
შამმი
შაში
ნათესავები იხილე კაპურის საგვარეულო დინასტია
ჯილდოები პადმა ბჰუშან,
Padma Bhushan (1969)

მსახიობების რაჯ კაპურის, შამი კაპურის და შაში კაპურის მამა.

დაიბადა პეშავარის პოლიციის თანამშრომლის საშუალო კლასის ოჯახის დევან ბაშესვარნატჰ კაპურის ოჯახში. სწავლობდა ლაილპურის, ლაჰორის და პეშავარის კოლეჯში. დაქორწინდა 18 წლის ასაკში, ხოლო მისი ცოლი რამა (ნამდვ. რამსანი მეჰრა) 16 წლისა იყო (დ. 25.12.1908). პრიტჰვირაჯი მამიდასთან უთანხმოების გამო ტოვებს პეშავარს 1928 წლის ზამთარში და ბომბეისაკენ გამოემართა. ხოლო ცოლშვილმა ჩამოაკითხა 1930 წელს. პრიტჰვირაჯი ბომბეიში თავისი სახელობის თეატრს ქმნის და მატარებლით მოგზაურობს ინდოეთის სხვადასხვა კუთხეში წარმოდგენების გასამართავად. მალე იმდენად პოპულარული ხდება, რომ მისი თეატრის ჯგუფის შემადგენლობა 125 კაცამდე გაიზარდა. რამა ყველგან დაყვებოდა მეუღლეს და დიდი ენერგიით მუშაობდა. 1960 წელს პრიტჰვირაჯს ხმა წაერთვა და მიუხედავად ოპერაციისა მისი ხმა სასცენოდ აღარ გამოდგებოდა. ცოლქმარს ორივეს კიბო სჭირდათ და ამ ქვეყნიდან წავიდნენ ერთმანეთის მიყოლებით, პრიტჰვირაჯი 1972 წლის 29 მაიის, ხოლო რამა ორი კვირის შემდეგ 14 ივნისს. ცოლქმარს ჰყავდათ ექვსი შვილი: რანბირ რაჯი (რაჯი), ნანდი, დევი, შამშერაჯი (შამი), ბალბირაჯი (შაში) და ურმილა. თავსდამყდარი ტრაგედიის გამო ბავშვობის ასაკში ერთმანეთის მიყოლებით ორი კვირის შუალედში გარდაიცვალნენ დევი ორმაგი პნევნომიით და ნანდი, რომელიც მოიწამლა თაგვის წამალით. პრიტჰვირაჯის ძმაა მსახიობი ტრილოკ კაპური.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

მსახიობი

რედაქტირება
  • 1934: Seeta (ზიტა)
  • 1934: Daku Mansur
  • 1935: Inquilab (მიწისძვრის შემდეგ)
  • 1936: Manzil (ხვედრი)
  • 1936: Grihadah
  • 1937: Vidyapati
  • 1937: Anath Ashram
  • 1938: Dharti Mata
  • 1938: Abhagin
  • 1939: Sapera (გველის მომჯადოებელი)
  • 1939: Adhuri Kahani (დაუმთავრებელი ამბავი)
  • 1940: Pagal
  • 1940: Deepak Mahal
  • 1940: Chingari
  • 1941: Count Dancer: Raj Narkati
  • 1942: Ek Raat (ერთი ღამე)
  • 1942: Chauranghhee
  • 1943: Gauri (გაური)
  • 1945: Aankh Ki Sharm
  • 1945: Vikramaditya
  • 1945: Phool (ყვავილი)
  • 1945: Devdasi (დევდასი)
  • 1946: Valmiki (ვალმიკი)
  • 1946: Prithviraj Samyogita
  • 1929: Be Dhari Talwar (მოწვევა)
  • 1930: Sher-e-Arab (არაბი მხედარი)
  • 1930: Prince Vijaykumar (უფლისწული ვიჯაიკუმარი)
  • 1930: Cinema Girl (კინოს გოგონა)
  • 1931: Draupadi
  • 1931: Blood Feud (სისხლიანი შურიძიება)
  • 1931: Alam Ara ( მსოფლიოს შუქი)
  • 1932: Dagabaz, Ashiq
  • 1933: Rajrani Meera
  • 1933: Ramayan (რამაიანი)
  • 1948: Azadi Ki Raah Par
  • 1950: Dajej
  • 1951: Awaara (ავარა) რეჟ. რაჯ კაპური
  • 1952: Chhatrapati Shivaji
  • 1952: Anand Math
  • 1953: Aag Ka Dariya
  • 1957: Pardesi/Хождение за три моря (უცხოელი / მოგზაურობა სამ ზღვას იქით)
  • 1959: Jagga Daku (ჯაგა დაკუდან)
  • 1960: Mughal -E-Azam (დიდი მუღალი)
  • 1963: Rustom Sohrab (რუსტამი და სოჰრაბი)
  • 1963: Harishchandra Taramati
  • 1942: Chauranghee
  • 1964: Zindagi (სიცოცხლე)
  • 1963: Pyaar Kiya To Dama Kya
  • 1964: Jahan Ara
  • 1964: Gazal
  • 1964: Rajkumar (რაჯკუმარი)
  • 1965: Sikander E Azam
  • 1965: Shree ram Bharat Milap
  • 1965: Lutera
  • 1965: Janwar
  • 1965: Aasman Mahal (ცათამბჯენი სასახლლე)
  • 1966: Daku Mangal Singh
  • 1966: Love and Murder (სიყვარული და მკვლელობა)
  • 1966: Yeh Raat Phir Na Aaygi (ეს ღამე აღარ განმეორდება)
  • 1968: Teen Bahuraniyan
  • 1969: Nanak Naam Jahaz Hai
  • 1969: Insaaf Ka Mandir
  • 1970: Nank Dukhiya Sab Sansar
  • 1970: Gunah Aur kanoon
  • 1970: Ek Nanhi Munni Ladki Thi (ერთი ახალგაზრდა გოგონა)
  • 1970: Heer Raanjha
  • 1971: Kal Aaj Aur Kal (გუშინ, დღეს და ხვალ) რეჟ. რანდჰირ კაპური
  • 1972: Mele Mitran De

რეჟისიორი

რედაქტირება
  • 1957: Paisa

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება