პრისკილა და აკვილა

პრისკილა (ბერძ. Πρίσκιλλα, Priskilla) და აკვილა (ბერძ. Ἀκύλας, Akylas ) პირველი საუკუნის ქრისტიანი მისიონერები, დაქორწინებული წყვილი, რომელთა შესახებაც მოგვითხრობს ახალი აღთქმა..თანამედროვე ქრისტიანული შეხედულებისგან განსხვავებით, რომ ადრეული ქრისტიანული ტრადიციით ქალები არ ასწავლიდნენ კაცებს, აშკარაა, რომ პრისკილა, აკვილასთან ერთად, ასწავლიდა აპოლოსს, ადრეული ქრისტიანული პერიოდის მქადაგებელს.[1] აკვილა, ტრადიციის თანახმად, ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეს შორის მოიხსენიება. პრისკილა და აკვილა ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და მოგზაურობდნენ პავლე მოციქულთან ერთად, რომელიც მათ თავის თანაშემწეებად მოიხსენიებს: „კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ“ (რომ. 16:3). [2]

პრისკილა და აკვილა
გარდაიცვალა II საუკუნე
ხსენების დღე 8 ივლისი
მოღვაწეობა მწერალი

სქოლიო რედაქტირება

  1. Dr Merrilyn Mansfield "How a Woman Taught an Apostle and we Missed It" https://www.academia.edu/4072844/How_a_Woman_Taught_an_Apostle_and_we_Missed_It დაარქივებული 2021-10-03 საიტზე Wayback Machine.
  2. Keller, Marie Noël. Priscilla and Aquila: Paul's Coworkers in Christ Jesus. Liturgical Press, 2010. ISBN 978-0-8146-5284-8.

გარე ბმულები რედაქტირება