პრინც ვიშესლავის ემბაზი

პრინც ვიშესლავის ემბაზიხორვატებისთვის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ემბაზი. მის წარწერაში პირველად მოიხსენიება ხორვატი მმართველი პრინცი ვიშესლავი. ემბაზი თავდაპირველი მდებარეობდა ნინში იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამლოცველოს სანათლავში, წმინდა ჯვრის საკათედრო ტაძრის მახლობლად,[1] რომელიც ხორვატი-დალმატიელი მმართველების პირველი საცხოვრებელი ქალაქი იყო.

ემბაზის ნახატი, (1889)

ემბაზი სავარაუდოდ შეიქმნა ნინის ეპარქიის დაარსების შემდეგ (დაახლოებით 864–867 წლები), მაგრამ არა უგვიანეს X საუკუნის ბოლოს,[2] რაც დაახლოებთ ხორვატიის გაქრისტიანების პერიოდს ემთხვევა.[3] ხორვატი ისტორიკოსი ლუბო კარამანმა თავის ნაშრომებში ასკვნის, რომ: "არ იქნება რეალობისგან ძალიან ძალიან დაშორებული თუ ვივარაუდებთ, რომ სწორედ ეს ემბაზი გამოიყენებოდა ხორვატიის მმართველების ნათლობისთვის". ამის გარდა, იგი ითვლება მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტად, რომელიც სემკულია ტრადიციული ხორვატიული წნული ორნამენტით.[4]

ზადარელი ნოტარიუსის ივან სორარის (1773–1847 წწ.) 1793 წელს გაკეთებული წერილობითი რეპორტის მიხედვით, ადგილზე (ინ სიტუ) ჯერ კიდევ ჩანდა ნინის წმინდა ჯვრის ეკლესის სანათლავის ნანგრევები. ეს ცნობა ასევე დასტურდება 1910 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით, რომლის დროსაც აღმოჩენილია სანათლავის ოთხსაფეხურიანი იატაკის გეგმა და გუმბათი. სანთლავში იყო ებაზი რომელში ჩსასვლელადაც ხუთი საფეხური ქონდა გაკეთებული.

1742 წელს კათედრალის საკურთხევლის გასაზრდელად სანათლავი (რომელიც ბოლოს სასაფლაოს ფუნქციასაც ატარებდა) დაანგრიეს, ხოლო ემბაზი გადაიტანეს. 1853 წელს ემბაზი ვენეციაში Il Redentore-ს (მხსნელის სახელობის ეკლესია) კაპუცინების მონასტერში აღმოაჩინეს და შემდგეგ ის კორერის მუზეუმში გამოფინეს.[5] 1942 წელს იტალიის სამეფომ ემბაზი აჩუქა მის იმჟამინდელ პოლიტიკურ მოკავშირე ეგრეთ წოდებულ ხორვატიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მას შემდეგ ემბაზი დიდხანს იდგა ხორვატიის დდაქალაქ ზაგრებში, მეცნიერების და ხელოვნების აკადემიის ატრიუმში. დღეს ემბაზის ნახვა შესაძლებელია საპორტო ქალაქ სპლიტში, კონკრეტულად კი ხორვატიის არქეოლოგიური ძეგლების მუზეუმში.

ფორმა და ზომები

რედაქტირება

ემბაზია ამოჭრილია ერთი მარმარილოს ბლოკისგან, ექვსკუთხედის ფორმით. ერთ-ერთი გვერდის სახეზე უსწორმასწორო (ახლა ამოვსებულია) ღიობი იყო, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა ემბაზის წყლით შევსებისთვის. ძირზე ცენტრში ასევე დატანებული აქვს მრგვალი ფორმის ჭრილი წყლის გასასვლელად. ზედა ჭრილის გვერდებზე აქვს რამდენიმე ნახვრეტი რომლებიც შეიცავს რკინის ნარჩენებს, ისინი ალბათ არის სახურავის ან მოაჯირის ნარჩენები. სავარაუდოდ ეს არ არის ემბაზის გამოთლის დროინდელი კომპონენტი და შესაძლოა უფრო გვიან პერიოდში იყო დამატებული.

ემბაზის სიმაღლეა 88 სანტიმეტრი, ღიობის დიამეტრი არის 136 სანტიმეტრი, შიდა სიღრმე 76 სანტიმეტრი ხოლო თითოეული გვერდის სიგანე 70 სანტიმეტრი.

მორთულობა

რედაქტირება

თითოეული გვერდი, უკანას გარდა, მორთულია მარტივი გადაგრეხილი კოლონებით რომელთა კაპიტელი ბოლოვდება ორმხრივი ვოლუტეთი. წინა გვერდის ცენტრალულ ნაწილში განთავსებულია საპროცესო ჯვრის რელიეფი. ჯვარს თავზე და ორივე მხარზე აქვს ორმხრივი ვოლუტე. თვითონ ჯვარი მორთულია ხორვატიული ტრადიციული წნული ორნამენტებით. არქიტრავზე, რომელიც ასევე ქმნის ზედა ღიობის კიდურს განთავსებულია ლათინური წარწერა სადაც პირველად მოხსენიებულია ხორვატიის მმართველი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • (1959) Der Taufstein des kroatischen Fürsten Višeslav aus dem Frühen Mittelalter (de). Selbstverlag des Deutschen Instituts für merowingisch-karolingische Kunstforschung in Erlangen. 
  • (1982) Namentragende Steininschriften in Jugoslawien vom Ende des 7. bis zur Mitte des 13. Jahrhunderts, Glossar zur frühmittelalterlichen Geschichte im östlichen Europa: Beihefte (de). Franz Steiner Verlag. ISBN 978-3-515-03873-7. 
  1. Dr. Luka Jelić: Spomenica grada Nina (Die Denkmäler der Stadt Nin). In: Vjesnik Hrvatskog arheološkog društva, Nove serije sveska VI. Zagreb, 1902, p. 104.
  2. R. Cattaneo, L'architettura in Italia dal sec. VI. al Mille circa, Venezia 1888., 110-111; E. Stückelberg, Langobardische Plastik, Kempten - München 1909., 72.
  3. Mirko Šeper: Der Taufstein des kroatischen Fürsten Višeslav aus dem Frühen Mittelalter. Selbstverlag des Deutschen Instituts für merowingisch-karolingische Kunstforschung in Erlangen, 1957/58, p. 4, 10.
  4. Mirko Šeper: Der Taufstein des kroatischen Fürsten Višeslav aus dem Frühen Mittelalter. Selbstverlag des Deutschen Instituts für merowingisch-karolingische Kunstforschung in Erlangen, 1957/58, p. 3.
  5. Vedriš, Trpimir. “BAPTISMAL FONT OF THE CROATS”: A CASE STUDY IN THE FORMATION OF A NATIONAL SYMBOL. ციტირების თარიღი: 15 May 2021[მკვდარი ბმული]